არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

ძიების ფუნქცია iOS-ისთვის

ძიების ფუნქცია iOS-ისთვის

JW ბიბლიოთეკის ძიების ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ სასურველი სიტყვა ან ფრაზა ბიბლიაში ან პუბლიკაციაში.

მოსაძებნად მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 ძიება ბიბლიაში

ბიბლიაში შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა.

ბიბლიის კითხვისას, დააჭირეთ ძიების ნიშანს, შემდეგ ჩაწერეთ სიტყვა, რომლის ნახვაც გსურთ. სიტყვის ჩაბეჭდვისას, სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდება. დააჭირეთ სასურველ ვარიანტს ან კლავიატურაზე მოცემულ ძიების (Search) ღილაკს.

შეგიძლიათ ძებნის შედეგები დაახარისხოთ. ხშირად გამოყენებად მუხლებში მოცემულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ და შეიცავს ჩვენ მიერ მოძიებულ სიტყვას. ყველა მუხლში ნაჩვენებია ყველა მუხლი, რომელიც შეიცავს საძიებო სიტყვას ბიბლიის წიგნების თანმიმდევრობის მიხედვით. სტატიებში ნაჩვენებია ბიბლიის შესავალსა და დანართებში მოცემული ყველა სტატია, რომელიც შეიცავს საძიებო სიტყვას.

თუ საძიებო ველში რამდენიმე სიტყვას ჩაწერთ, მონიშნეთ ზუსტი დამთხვევა, რათა მოგიძებნოთ მხოლოდ ის კონკრეტული ფრაზა, რომელიც ჩაბეჭდეთ.

 ძიება პუბლიკაციაში

პუბლიკაციაში შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა.

პუბლიკაციის კითხვისას, დააჭირეთ ძიების ნიშანს, შემდეგ ჩაწერეთ სიტყვა, რომლის ნახვაც გსურთ. სიტყვის ჩაბეჭდვისას, სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდება. დააჭირეთ სასურველ ვარიანტს ან კლავიატურაზე მოცემულ ძიების (Search) ღილაკს.

თუ საძიებო ველში, რამდენიმე სიტყვას ჩაწერთ, მონიშნეთ ზუსტი დამთხვევა, რათა მოგიძებნოთ მხოლოდ ის კონკრეტული ფრაზა, რომელიც ჩაბეჭდეთ.

 კონკრეტული საკითხის ძიება

თუ ჩამოტვირთეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული საკითხი. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ბიბლიის ან რომელიმე პუბლიკაციის კითხვისას აპლიკაციაში.

დააჭირეთ ძიების ღილაკს, შემდეგ ჩაწერეთ საკითხი, რომელსაც ეძებთ. ჩაბეჭდვისას, ჩამონათვალში გამოჩნდება შესატყვისი საკითხები „საკვლევი ცნობარიდან“. დააჭირეთ სათაურს და გახსენით სტატია.

ეს სიახლე 2014 წლის თებერვალში გამოიცა JW ბიბლიოთეკის 1.3.4 ვერსიასთან ერთად, რომელიც iOS 6.0-ისა და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა iOS-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.