არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

დააყენეთ და გამოიყენეთ სანიშნი iOS-ისთვის

დააყენეთ და გამოიყენეთ სანიშნი iOS-ისთვის

JW ბიბლიოთეკის სანიშნი ფუნქცია მოგცემთ საშუალებას, ჩაინიშნოთ თქვენთვის სასურველი ადგილი ნებისმიერ პუბლიკაციაში, ისევე როგორც დაბეჭდილ წიგნში იყენებთ ხოლმე სანიშნს. თითოეულ პუბლიკაციას აქვს 10 სხვადასხვა სანიშნი.

სანიშნების გამოსაყენებლად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

 ახალი სანიშნის დაყენება

შეგიძლიათ მონიშნოთ სტატია, თავი, კონკრეტული აბზაცი ან ბიბლიური მუხლი.

სტატიის ან თავის მოსანიშნად, დააჭირეთ სანიშნის ღილაკს. თქვენ მიერ გახსნილ პუბლიკაციაში გამოჩნდება სხვადასხვა ფერის სანიშნი. დააჭირეთ ნებისმიერ ცარიელ ველს, რათა მონიშნოთ სასურველი სტატია ან თავი.

კონკრეტული აბზაცის ან ბიბლიური მუხლის მოსანიშნად, ჯერ თითით შეეხეთ ტექსტს, შემდეგ დააჭირეთ სანიშნის ღილაკს მთავარ მენიუში.

 სანიშნის პოვნა

სანიშნი რომ იპოვოთ, გახსენით პუბლიკაცია, სადაც დაყენებულია სანიშნი, შემდეგ დააჭირეთ სანიშნის ღილაკს. აირჩიეთ სანიშნი, რომლის ნახვაც გსურთ.

 სანიშნების წაშლა და შეცვლა

დაყენებული სანიშნი შეგიძლიათ წაშალოთ ან შეცვალოთ.

  • თუ გსურთ სანიშნის წაშლა, დააჭირეთ სანიშნის ღილაკს, შემდეგ წასაშლელ სანიშნს თითი მარჯვნიდან მარცხნივ გაუსვით. დააჭირეთ წაშლის (Delete) ღილაკს.

  • თუ გსურთ სანიშნის ჩანაცვლება, დააჭირეთ სანიშნის ღილაკს, შემდეგ გაუსვით თითი მარჯვნიდან მარცხნივ სანიშნს, რომლის ჩანაცვლებაც გსურთ. დააჭირეთ ჩანაცვლების ღილაკს. სანიშნი დაყენდება იმ ადგილას, სადაც კითხულობთ. ეს დაგეხმარებათ პუბლიკაციის კითხვისას დაიმახსოვროთ ის ადგილი, სადაც გაჩერდით. მაგალითად, ბიბლიის ყოველდღიური კითხვის დროს, შეგიძლიათ იმ მონაკვეთიდან გააგრძელოთ კითხვა, სადაც გაჩერდით.

ეს სიახლე 2014 წლის თებერვალში გამოიცა JW ბიბლიოთეკის 1.2 ვერსიასთან ერთად, რომელიც iOS 6.0-ისა და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა iOS-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.