წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

ტექსტის მონიშვნა iOS-ისთვის

ტექსტის მონიშვნა iOS-ისთვის

JW ბიბლიოთეკაში პუბლიკაციების წაკითხვისა და შესწავლის დროს შეგიძლიათ მონიშნოთ სიტყვები ან ფრაზები.

ტექსტის მოსანიშნად მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 მონიშვნა

ტექსტის მონიშვნის ორი საშუალება არსებობს.

სიტყვის მოსანიშნად რამდენიმე წამით თითით შეეხეთ მას. მოსანიშნი მარკერების გამოყენებით მონიშნეთ სასურველი ტექსტის მოცულობა. მენიუში დააჭირეთ მონიშვნის (Highlight) ღილაკს, შემდეგ აირჩიეთ სასურველი ფერი ტექსტის მოსანიშნად.

თუ გსურთ, ერთი მოძრაობით მონიშნოთ სიტყვა ან ფრაზა, რამდენიმე წამით შეეხეთ და თითი გადაატარეთ. თითის გადატარებისას, ტექსტი მოინიშნება. ამის შემდეგ მცირე დროით გამოჩნდება მენიუ. ამ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ მონიშვნის ფერი ან გააუქმოთ მონიშვნა.

 მონიშვნის შეცვლა

მონიშნული ტექსტის ფერის შესაცვლელად დააჭირეთ მას, შემდეგ აირჩიეთ ახალი ფერი. მონიშვნის გასაუქმებლად დააჭირეთ მონიშნულ ტექსტს, შემდეგ დააჭირეთ წაშლის (Delete) ღილაკს.

ეს სიახლე 2015 წლის ნოემბერში გამოიცა JW ბიბლიოთეკის 1.6 ვერსიასთან ერთად, რომელიც iOS 7.0-ისა და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა iOS-სთვის“, „უახლესი ფუნქციები“.