არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

გამოიყენე JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის

გამოიყენე JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის

JW ბიბლიოთეკის აპლიკაცია ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად შეიქმნა. აპლიკაციის მთავარი ფუნქციების ნახვა შეგიძლიათ ნავიგაციის ველიდან. ნავიგაციის ველის გასახსნელად, ეკრანს მარცხნიდან გაუსვით თითი ან დააჭირეთ მენიუს ღილაკს ეკრანის ზემოთ მარცხენა კუთხეში.

 ბიბლია

ბიბლიაზე დაჭერით შეძლებთ, წაიკითხოთ და ჩამოტვირთოთ ბიბლიის თარგმანები. დააჭირეთ ბიბლიის წიგნს, შემდეგ სასურველ თავს. კითხვის დროს, სასწავლო ველში, აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ სქოლიოები, მარგინალური მუხლები და სხვა თარგმანები.

თუ სხვა ბიბლიური მუხლის ნახვა გსურთ, გახსენით ნავიგაციის ველი, კვლავ დააჭირეთ ბიბლიას და დაუბრუნდით ბიბლიის წიგნების ჩამონათვალს.

 პუბლიკაციები

პუბლიკაციების სექციაში შეგიძლიათ იხილოთ აუდიო, ვიდეო და ელექტრონული პუბლიკაციები. აირჩიეთ სასურველი პუბლიკაცია და სტატია. კითხვის დროს შეგიძლიათ ციტირებული მუხლების ნახვა. დააჭირეთ ციტირებულ მუხლს, რომ წაიკითხოთ მოცემული მუხლი სასწავლო ველში. თუ გსურთ, რომ ეს მუხლი ბიბლიაში გიჩვენოთ, დააჭირეთ ბმულს სასწავლო ველში.

თუ სხვა პუბლიკაციის ნახვა გსურთ, გახსენით ნავიგაციის ველი და აირჩიეთ პუბლიკაციები.

 დღის მუხლი

გახსენით ნავიგაციის ველი და დააჭირეთ დღის მუხლს.

 ონლაინი

ნავიგაციის ველში, ონლაინის განყოფილებაში განთავსებულია ოფიციალური ვებ-გვერდების ბმულები.

 უახლესი ფუნქციები

დროდადრო განაახლეთ ბიბლიოთეკა თქვენს მოწყობილობაში, რათა ისარგებლოთ უახლესი ფუნქციებით.

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა დაყენებული Android-ის უახლესი ვერსია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://support.google.com/nexus/answer/4457705.

აგრეთვე შეგიძლიათ ჩართოთ აპლიკაციის ავტომატური განახლების ფუნქცია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://support.google.com/googleplay/answer/113412.