წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

ტექსტის მონიშვნის ფუნქცია Android-ისთვის

ტექსტის მონიშვნის ფუნქცია Android-ისთვის

JW ბიბლიოთეკაში პუბლიკაციების წაკითხვისა და შესწავლის დროს, შეგიძლიათ მონიშნოთ სიტყვები ან ფრაზები.

ტექსტის მოსანიშნად, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 მონიშვნა

ტექსტის მონიშვნის ორი საშუალება არსებობს.

სიტყვის მოსანიშნად რამდენიმე წამით თითით შეეხეთ მას. მოსანიშნი მარკერების გამოყენებით მონიშნეთ სასურველი ტექსტის მოცულობა. მენიუში დააჭირეთ მონიშვნის (Highlight) ღილაკს, შემდეგ აირჩიეთ სასურველი ფერი ტექსტის მოსანიშნად.

თუ გსურთ ერთი მოძრაობით მონიშნოთ სიტყვა ან ფრაზა, რამდენიმე წამით შეეხეთ და თითი გადაატარეთ. თითის გადატარებისას, ტექსტი მოინიშნება. ამის შემდეგ, მცირე დროით გამოჩნდება მენიუ. ამ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ მონიშვნის ფერი ან გააუქმოთ მონიშვნა.

 მონიშვნის შეცვლამონიშნული ტექსტის ფერის შესაცვლელად, დააჭირეთ მონიშნულ ტექსტს; შემდეგ აირჩიეთ ახალი ფერი.

მონიშვნის გასაუქმებლად, დააჭირეთ მონიშნულ ტექსტს, შემდეგ წაშლის (Delete) ღილაკს.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.6 ვერსია, რომელიც Android 4.0-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2015 წლის ნოემბერში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.