წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

სანიშნების გამოყენება Android-ისთვის

სანიშნების გამოყენება Android-ისთვის

JW ბიბლიოთეკის ჩანიშვნის ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ჩაინიშნოთ თქვენთვის სასურველი ადგილი ნებისმიერ პუბლიკაციაში, ისევე როგორც დაბეჭდილ წიგნში იყენებთ ხოლმე სანიშნს. თითოეულ პუბლიკაციას აქვს 10 სხვადასხვა ფერის სანიშნი.

სანიშნების გამოსაყენებლად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

 ახალი სანიშნის დაყენება

თქვენ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ნებისმიერი სტატია, თავი, კონკრეტული აბზაცი ან ბიბლიური მუხლი.

თუ გსურთ ჩაინიშნოთ სასურველი სტატია ან თავი დააჭირეთ სანიშნის ღილაკს. თქვენ მიერ გახსნილ პუბლიკაციაში გამოჩნდება სანიშნები. დააჭირეთ ნებისმიერ ცარიელ ველს, რათა მონიშნოთ სტატია ან თავი.

კონკრეტული აბზაცის ან ბიბლიური მუხლის ჩასანიშნად, ჯერ დააჭირეთ ტექსტს, შემდეგ სანიშნის ღილაკს კონტექსტის მენიუში.

 სანიშნის პოვნა

ჩანიშნული ადგილის მოსაძებნად, გახსენით ის პუბლიკაცია, სადაც დაყენებულია სანიშნი. დააჭირეთ ღილაკს სანიშნი და აირჩიეთ ჩანიშნული ადგილი.

 სანიშნების წაშლა და შეცვლა

დაყენებული სანიშნი შეგიძლიათ წაშალოთ ან შეცვალოთ.

თუ გსურთ, წაშალოთ დააჭირეთ ღილაკს სანიშნი. შემდეგ სანიშნის გვერდით დააჭირეთ სამწერტილს. აირჩიეთ ღილაკი წაშლა (Delete).

თუ გსურთ სანიშნის ჩანაცვლება, დააჭირეთ ღილაკს სანიშნი კონტექსტის მენიუში. სანიშნის გვერდით, რომლის ჩანაცვლებაც გსურთ, დააჭირეთ სამწერტილს, შემდეგ ღილაკს ჩანაცვლება. სანიშნი დაყენდება იმ ადგილას, სადაც კითხულობთ. ეს დაგეხმარებათ პუბლიკაციის კითხვისას ჩაინიშნოთ ის ადგილი, სადაც კითხვა შეწყვიტეთ. თქვენ შეგიძლიათ ამ ფუნქციის გამოყენება ბიბლიის ყოველდღიური კითხვის დროს.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.2 ვერსია, რომელიც Android 2.3-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2014 წლის მაისში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.