წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

პუბლიკაციების პარამეტრების მართვა Android-ისთვის

პუბლიკაციების პარამეტრების მართვა Android-ისთვის

JW ბიბლიოთეკას აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელიც აადვილებს კითხვას. ამ ფუნქციების პოვნა შეგიძლიათ ბიბლიის ან სტატიის კითხვისას ეკრანის ზემოთ მოცემულ ნავიგაციის ველში.

იმისათვის, რომ გამოიყენოთ ნავიგაციის ველში მოცემული ფუნქციები, დააჭირეთ დამატებითი ფუნქციები განკუთვნილ სამწერტილს.

მიჰყევით შემდეგ მითითებებს, რომ გაიადვილოთ კითხვა:

 ენის შეცვლა

კითხვისას, შეგიძლიათ შეცვალოთ პუბლიკაციის ენა.

  • დააჭირეთ ენების ღილაკს, რომ იხილოთ რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი თქვენთვის სასურველი პუბლიკაცია. ენები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავშია მოცემული. იქვე ნახავთ „საგუშაგო კოშკის“ გამარტივებულ გამოცემას. აგრეთვე შეგიძლიათ ჩაბეჭდოთ ენა და ასე მოძებნოთ.

  • იმ ენების გასწვრივ, რომლებიც ჯერ არ გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. დააჭირეთ ენას, რომ ჩამოტვირთოთ პუბლიკაცია. მას შემდეგ, რაც პუბლიკაცია ჩამოიტვირთება, ღრუბლის ნიშანი გაქრება. მის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ ენას.

 ტექსტის პარამეტრები

ტექსტი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ზომაზე დააყენოთ.

დააჭირეთ ღილაკს ტექსტის პარამეტრები და შეცვალეთ ტექსტის ზომა. ტექსტის ზომის შეცვლა შეგიძლიათ ყველა პუბლიკაციაში.

 სურათის ან ტექსტის ნახვა

ზოგიერთი სტატია შეგიძლიათ იხილოთ სურათის ან ტექსტის სახით. დააჭირეთ შესაბამის ღილაკს, რათა აირჩიოთ სტატია თქვენთვის სასურველი სახით.

  • სურათის ნახვა: სურათის ფორმატი ინფორმაციას ისეთი სახით გიჩვენებთ, როგორც ბეჭდვით გამოცემაშია. ზოგმა შეიძლება აირჩიოს ეს ფორმატი ისეთ პუბლიკაციაში, როგორიცაა სიმღერების წიგნი ნოტებით.

  • ტექსტის ნახვა: ტექსტის ფორმატის არჩევისას, შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიური ციტატების ბმულები. მათზე დააჭერით, შეძლებთ წაიკითხოთ ისინი თქვენ მიერ შერჩეული ტექსტის ზომით.

 გახსენი ...

ფუნქცია გახსენი ... საშუალებას მოგცემთ JW ბიბლიოთეკიდან სხვა აპლიკაციებში გახსნათ სასურველი ინფორმაცია.

დააჭირეთ გახსნის ღილაკს, რომ იხილოთ ამ აპლიკაციების ჩამონათვალი. მაგალითად, შეგიძლიათ დააჭიროთ ონლაინ ბიბლიოთეკის ღილაკს, რომ თქვენთვის სასურველი გვერდი გაგიხსნათ „საგუშაგო კოშკის ონლაინ ბიბლიოთეკაში“.

 ბიბლიების შერჩევა

პუბლიკაციის კითხვისას, თუ ბიბლიურ ციტატას დააჭერთ, გაიხსენება მუხლები. დააჭირეთ მუხლების ქვემოთ მოცემულ მორგების ღილაკს, რათა აირჩიოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული ბიბლიის თარგმანები და დაამატოთ ისინი ჩამონათვალში.

დააჭირეთ დამატების (+) ან წაშლის (-) ღილაკს, რომ დაამატოთ ან წაშალოთ თარგმანები. გადააადგილეთ ბიბლიის თარგმანები თქვენი სურვილისამებრ.

თუ გსურთ გაიგოთ, როგორ დაამატოთ ბიბლიები JW ბიბლიოთეკაში, იხილეთ „ჩამოტვირთეთ და გამოიყენეთ ბიბლიები Android-ისთვის“.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსია, რომელიც Android 2.3-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2015 წლის თებერვალში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.