არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

ისტორიის გამოყენება Android-ისთვის

ისტორიის გამოყენება Android-ისთვის

JW ბიბლიოთეკა იმახსოვრებს იმ სტატიებსა და ბიბლიის წიგნების თავებს, რომლებიც წაიკითხეთ. ეს დაგეხმარებათ, იპოვოთ ის ბიბლიური მუხლი, რომელიც უკვე წაიკითხეთ.

ისტორიის გამოსაყენებლად მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 ისტორიის პოვნა

დააჭირეთ ღილაკს ისტორია, რათა ნახოთ ბოლოს წაკითხული ბიბლიური მუხლებისა და სტატიების ჩამონათვალი. დააჭირეთ ისტორიის ჩამონათვალში მოცემულ ბიბლიურ მუხლს ან სტატიას, რომ კვლავ გახსნათ ისინი.

 ისტორიის გასუფთავება

დააჭირეთ ღილაკს ისტორია, რომ გახსნათ ისტორიის ჩამონათვალი. თუ გსურთ ჩამონათვალის წაშლა დააჭირეთ ღილაკს გასუფთავება.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.2 ვერსია, რომელიც Android 2.3-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2014 წლის მაისში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.