წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა

ბიბლიების ჩამოტვირთვა და გამოყენება Android-ისთვის

ბიბლიების ჩამოტვირთვა და გამოყენება Android-ისთვის

JW ბიბლიოთეკის უმთავრესი ფუნქცია ბიბლიის კითხვა და შესწავლაა.

თუ გსურთ ჩამოტვირთოთ ბიბლია, მიჰყევით შემდეგ მითითებებს:

 ბიბლიის ჩამოტვირთვა

თქვენ შეგიძლიათ ბიბლიის თარგმანების ჩამოტვირთვა, წაკითხვა და შესწავლა ინტერნეტის არქონის შემთხვევაშიც.

  • გახსენით ნავიგაციის ველი და აირჩიეთ ბიბლია, რათა იხილოთ ბიბლიის თარგმანების ჩამონათვალი.

  • დააჭირეთ ღილაკს ენები, რათა იხილოთ რომელ ენებზეა ხელმისაწვდომი ბიბლიები. თარგმანებს, რომელებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ჩამონათვალის თავშია მოცემული. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოძებნოთ ხელმისაწვდომი ბიბლიები, თუ საძიებო ველში ჩაწერთ ენის ან ბიბლიის თარგმანის დასახელებას. მაგალითად, ჩაწერეთ „int“, რათა მოძებნოთ „სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“ ინგლისურ ენაზე, ან ჩაწერეთ „port“ პორტუგალიურ ენაზე შესრულებული ბიბლიის ყველა თარგმანის მოსაძებნად.

  • იმ ბიბლიების გასწვრივ, რომელიც ჯერ არა გაქვთ ჩამოტვირთული, მოცემულია ღრუბლის ნიშანი. მის ჩამოსატვირთად დააჭირეთ ბიბლიას. მას შემდეგ, რაც ბიბლია ჩამოიტვირთება ღრუბლის ნიშანი გაქრება. მის წასაკითხად კვლავ დააჭირეთ ბიბლიას.

თუ ვერ იპოვეთ ბიბლიის სასურველი თარგმანი, მოგვიანებით სცადეთ. როგორც კი ბიბლია ახალ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი, ის მაშინვე გამოჩნდება ბიბლიოთეკაშიც.

 ბიბლიის წაშლა

იმ შემთხვევაში, თუ აღარ იყენებთ ბიბლიის თარგმანს ან გსურთ გაათავისუფლოთ მეხსიერება თქვენს მოწყობილობაზე, შეგიძლიათ წაშალოთ.

გახსენით ნავიგაციის ველი და დააჭირეთ ბიბლიის ღილაკს, შემდეგ ენებს, რომელიც ბიბლიების ჩამონათვალს გაგიხსნით. დააჭირეთ სამწერტილს იმ ბიბლიის გვერდით, რომლის წაშლასაც აპირებთ, შემდეგ დააჭირეთ წაშლას.

 ბიბლიის განახლება

დროდადრო თქვენ მიერ ჩამოტვირთული ბიბლია შეიძლება განახლდეს.

ასეთ შემთხვევაში მის გასწვრივ გამოჩნდება განახლების ნიშანი. როდესაც ბიბლიას დააჭერთ, გამოჩნდება წარწერა, რომ ხელმისაწვდომია მისი განახლება. თუ გსურთ განაახლოთ, დააჭირეთ ღილაკს ჩამოტვირთეთ. თუ გსურთ, განაგრძოთ თქვენ მიერ ჩამოტვირთული ვერსიის წაკითხვა, დააჭირეთ ღილაკს მოგვიანებით.

ეს ფუნქციები და აგრეთვე JW ბიბლიოთეკის 1.4 ვერსია, რომელიც Android 2.3-ზე და უფრო ახალ ვერსიებზე მუშაობს, 2015 წლის თებერვალში გახდა ხელმისაწვდომი. თუ ამ განახლებულ ფუნქციებს ვერ ხედავთ, მიჰყევით მითითებებს სტატიაში „გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის“, „უახლესი ფუნქციები“.