არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲔᲜᲔᲑᲘ

JW ენების აპლიკაციის ფუნქციები

JW ენების აპლიკაციის ფუნქციები

ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე

არაბული, ბენგალური, ბირმული, გერმანული, ესპანური, ვიეტნამური, თურქული, იაპონური, ინგლისური, ინდონეზიური, იტალიური, კანტონური დიალექტი (ჩინური, ტრადიციული), კორეული, მალაიური, მანდარინული დიალექტი (ჩინური, გამარტივებული), მიანმური, პორტუგალიური, რუსული, სუაჰილი, ტაგალური, ტაი, ფრანგული, ქვემო გერმანული, ჰინდი.

 

მსახურებაზე ორიენტირებული მასალა

აპლიკაცია JW ენები ისეა შედგენილი, რომ მსახურებაში გამოსადეგი სიტყვები და ფრაზები ისწავლოთ; ამავდროულად, ბევრ ბიბლიურ სიტყვასაც ისწავლით. ამ აპლიკაციაში შესულია რამდენიმე ბუკლეტიც, სადაც შედარების მიზნით ერთმანეთის პარალელურადაა დალაგებული ფრაზები თქვენს მშობლიურსა და იმ ენაზე, რომელსაც ეუფლებით.

 

სწავლება სხვადასხვა მეთოდით

  • წაიკითხეთ მშობლიურ და უცხო ენაზე ერთმანეთის პარალელურად განლაგებული მასალა და შეადარეთ ერთმანეთს.

  • მოუსმინეთ ცალკეული სიტყვის, ფრაზის და პუბლიკაციის ჩანაწერებს, რომელთაც თქვენთვის სასურველ ენაზე მოლაპარაკე ახმოვანებს.

  • უყურეთ ვიდეორგოლებს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ და „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“ მშობლიურ და უცხო ენებზე.

  • თვითშემოწმება ბარათებით.

 

რჩეული

დაამახსოვრებინეთ ნებისმიერი ჩანაწერი რჩეულში, რათა სწრაფად შეძლოთ იმ ფრაზების ნახვა, რომლებსაც ხშირად იყენებთ ან გიჭირთ მათი დამახსოვრება ან წარმოთქმა. თქვენი რჩეული შეგიძლიათ ბარათების სახითაც იხილოთ.

 

რომანიზაცია

იმ ენებისთვის, რომელთაც არა აქვთ ლათინური დამწერლობა, სიტყვები და ფრაზები ლათინური ანბანითაც არის ხელმისაწვდომი.

 

დახმარება

თუ ამ აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით დახმარებას საჭიროებთ, გთხოვთ, შეავსოთ დახმარების ბლანკი.