წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

JW ბიბლიოთეკა ჟესტების ენაზე

„JW ბიბლიოთეკა ჟესტების ენაზე“ იეჰოვას მოწმეების ოფიციალური აპლიკაციაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ვებ-გვერდიდან jw.org ვიდეორგოლების ჩამოტვირთვა ჟესტების ენაზე, მათი კატეგორიებად დალაგება და ყურება.

ვიდეორგოლების მეშვეობით უყურეთ ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს და სხვა პუბლიკაციებს ჟესტების ენაზე. ჩამოტვირთეთ ისინი თქვენს მობილურ მოწყობილობაში, რათა მაშინაც კი შეძლოთ ყურება, როცა ინტერნეტში არ იქნებით ჩართული. ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ფერადი სურათების გახსნა; გარდა ამისა, მას ექნება მოსახერხებელი სანავიგაციო სისტემა და იქნება მარტივი გამოსაყენებელი.

 

მარტივი სანავიგაციო სისტემა

თუ ბიბლიის ბმულს დააჭერთ თითს, იხილავთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თითოეულ წიგნს, რომელიც ჟესტების ენაზე ითარგმნა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“ ზოგიერთი ბიბლიური მუხლი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ჟესტების ენაზე. მათი ნახვა ჟესტების ენაზე შეგიძლიათ სხვა პუბლიკაციებში. თუ ბიბლიოთეკის ბმულს დააჭერთ თითს, იხილავთ ვებ-გვერდზე jw.org ხელმისაწვდომ სხვადასხვა პუბლიკაციებს, ვიდეორგოლებსა და ფილმებს.

 

ციტირებული ბიბლიური მუხლების სწრაფად ნახვა

თუ პუბლიკაციის ვიდეოფაილის ყურების პროცესში თითს ბიბლიის ღილაკს დააჭერთ, ვიდეო დაპაუზდება, რაც საშუალებას მოგცემთ, სასურველ ბიბლიურ მუხლს უყუროთ. დაპაუზებული ვიდეოს გამოსაჩენად თითი ბიბლიოთეკის ღილაკს დააჭირეთ.

ვიდეოს ჩამოტვირთვა მარტივად

ვიდეო, რომლის ჩამოტვირთვასაც ვერ შეძლებთ, ეკრანზე მქრქალად იქნება ნაჩვენები. ვებ-გვერდიდან jw.org სასურველი ვიდეოს ჩამოსატვირთად თითი დააჭირეთ ვიდეოფაილს. იმისათვის, რომ ყველა ვიდეო ერთდროულად ჩამოტვირთოთ, გამოიყენეთ ჩამოტვირთვის ღილაკი. მობილური მოწყობილობიდან არასასურველი ვიდეოფაილის წასაშლელად თითი დააჭირეთ მას და დაელოდეთ.

 

ადგილის მართვა

თქვენ შეგიძლიათ დიდი (მაღალი ხარისხის) ან პატარა ზომის (დაბალი ხარისხის) ვიდეოფაილების ჩამოტვირთვა. თუ თქვენს მობილურ მოწყობილობაში დამატებითი მეხსიერების ბარათი იდება, შეგიძლიათ აირჩიოთ, სად შეინახოთ ჩამოსატვირთი ვიდეოფაილი, მობილურ მოწყობილობაში თუ დამატებითი მეხსიერების ბარათზე.

 

ვიდეოფაილის გამშვები პროგარმა

ქვემოთ ჩამოთვლილი სენსორული ჟესტები დაგეხმარებათ, აკონტროლოთ გაშვებული ვიდეო:

  • ორი თითით შეხება: ვიდეოს ჩართვა და დაპაუზება

  • თითის მარჯვნივ გასმა: შემდეგზე გადასვლა

  • თითის მარცხნივ გასმა: უკან დაბრუნება

  • თითის გასმა ქვემოდან ზევით: ვიდეოს აჩქარება (ეს ფუნქცია არ მუშაობს ანდროიდის ოპეარციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებში)

  • თითის გასმა ზემოდან ქვევით: ვიდეოს შენელება (ეს ფუნქცია არ მუშაობს ანდროიდის ოპეარციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებში)

  • ერთი თითით შეხება: ვიდეოფაილის გამშვების ფუნქციების ჩვენება ან დამალვა

მალე ხელმისაწვდომი იქნება

  •  არჩეული ფაილების სიები

  •  ბოლოს გაშვებული ვიდეოფაილების ისტორია

  •  აპლიკაცია სხვა ჟესტების ენებზე

  •  Windows 8 ოპერაციული სისტემისთვის

 

მხარდაჭერა

თუ ამ აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით დახმარებას საჭიროებთ, გთხოვთ, შეავსოთ დახმარების ბლანკი.