წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ჰომოსექსუალისტი ვარ, თუ ჩემივე სქესის ადამიანები მომწონს?

ჰომოსექსუალისტი ვარ, თუ ჩემივე სქესის ადამიანები მომწონს?

სულაც არა!

ფაქტი: ასეთი გრძნობები ხშირ შემთხვევაში წარმავალია.

სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა 16 წლის ლიზეტი, რომელსაც ერთ დროს გოგოები მოსწონდა. ის ამბობს: „ბიოლოგიის გაკვეთილებზე გავიგე, რომ გარდატეხის ასაკში ჰორმონების დონე ძალიან მერყეობს. ვფიქრობ, რომ თუ ახალგაზრდებს მეტი ეცოდინებათ თავიანთი სხეულის შესახებ, იმასაც მიხვდებიან, რომ თავიანთივე სქესის ადამიანისადმი ლტოლვა დროებითია და ამის გამო მაინცდამაინც ჰომოსექსუალისტებად არ უნდა ჩათვალონ თავი“.

ყველა ახალგაზრდამ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნიურ და ბიბლიურ ნორმებს შორის.

მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუ შენი გრძნობები არ ცხრება? უსამართლობა და მეტისმეტი სიმკაცრე ხომ არ არის ღვთის მხრიდან მოუწოდოს იმ ადამიანებს, ვისაც თავისივე სქესის წარმომადგენლები მოსწონთ, ებრძოლონ ჰომოსექსუალურ სურვილებს?

თუ მეორე კითხვას დადებითი პასუხი გაეცი, მაშინ დაგაინტერესებს ის ფაქტი, რომ ასეთი მსჯელობა დაფუძნებულია იმ მცდარ მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც ადამიანები უნდა აჰყვნენ თავიანთ სექსუალურ იმპულსებს. ბიბლიის თანახმად, ადამიანი გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას და მას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, აჰყვება თუ არა არასწორ სექსუალურ სურვილებს (კოლოსელები 3:5).

ბიბლიის ეს მოთხოვნა ნამდვილად არ არის არაგონივრული. ის ყველასგან, როგორც ჰომოსექსუალური მიდრეკილებების მქონე, ისე ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანებისგან მოითხოვს იმას, რომ „გაექცნენ სიძვას“ (1 კორინთელები 6:18). ფაქტია, ბიბლიური ნორმებით მცხოვრები მილიონობით ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანი, რა ცდუნების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდეს, თავშეკავებას ავლენს. ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებსაც შეუძლიათ მსგავსად მოიქცნენ, თუ ნამდვილად სურთ, ღმერთს ასიამოვნონ (კანონი 30:19).

 

გაიგეთ მეტი

ახალგაზრდების შეკითხვები (ტომი 2)

ამ წიგნში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სკოლა, დასვენება და გართობა, თანატოლები, ცვლილებები ორგანიზმში, გრძნობები, საპირისპირო სქესი და სხვა.