წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორი შეხედულება უნდა მქონდეს მშობლების მიერ დადგენილ წესებზე?

როგორი შეხედულება უნდა მქონდეს მშობლების მიერ დადგენილ წესებზე?

ალბათ, იცნობ ისეთ მოზარდებს, რომლებიც სახლში გვიანობამდე არ მიდიან, რასაც უნდა, იმას იცვამენ და მეგობრებთან ერთად, როცა უნდათ და სადაც უნდათ, იქ მიდიან. როგორც ჩანს, მათი მშობლები იმდენად დაკავებული არიან, რომ ვერც კი ამჩნევენ, შვილები რას აკეთებენ.

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მშობლების ასეთი დამოკიდებულება არასწორია (იგავები 29:15). ქვეყნიერებაში სიყვარული იმიტომ ქრება, რომ ადამიანები ეგოისტები არიან. მათგან უმეტესობა ისეთ ოჯახებში გაიზარდა, სადაც არაფერს უშლიდნენ (2 ტიმოთე 3:1—5).

ნუ მიჰბაძავ ასეთ მოზარდებს. ნაცვლად იმისა, შეეცადე, დაინახო, რომ მშობლები იმიტომ გიდგენენ წესებს, რომ უყვარხართ და შენზე ზრუნავენ. როცა მშობლები შეზღუდვებს გიდგენენ, ისინი ჰბაძავენ იეჰოვა ღმერთს, რომელმაც თავის ხალხს უთხრა:

„წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმუნი 32:8).