წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

შემეფერება ის მე?

შემეფერება ის მე?

ხომ არ გაიცანი ისეთი ვინმე, ვისზეც ფიქრობ, რომ კარგი მეუღლე იქნება? რა კრიტერიუმებით უნდა განსაზღვრო, რომ მართლაც შეგეფერება ეს ადამიანი?

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ გარეგნობაზე არ გაამახვილოთ ყურადღება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა ლამაზი გოგო სანდო არ არის და არც ყველა პოპულარული ბიჭია პატიოსანი. შენ ისეთი ადამიანი გჭირდება, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობ — ვინც მართლა შეგეფერება და ვისი მიზნებიც შენს მიზნებს ემთხვევა (დაბადება 2:18; მათე 19:4—6).

მხოლოდ გარეგნობას ნუ შეხედავ

ობიექტურად შეხედე შენს რჩეულს. თუმცა, იყავი წინდახედული. შეიძლება ადამიანში მხოლოდ იმას ხედავ, რისი დანახვაც შენ გსურს. არ აჩქარდე. შეეცადე დაინახო, სინამდვილეში როგორი პიროვნებაა შენი რჩეული.

ბევრი ახლოს არ ეცნობა ერთმანეთს. ისინი მხოლოდ იმას აქცევენ ყურადღებას, რაც საერთო აქვთ. მაგალითად, ამბობენ: „ჩვენ ერთნაირი მუსიკა მოგვწონს“; „ერთი და იმავე საქმის კეთება გვიყვარს“; „თითქმის ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს!“. თუმცა ყველაფერი ეს ზედაპირულია და მხოლოდ ამით არ უნდა შემოიფარგლო. უნდა გაეცნო „შინაგან ადამიანს“ (1 პეტრე 3:4; ეფესოელები 3:16). მხოლოდ იმას კი არ უნდა მიაქციო ყურადღება, რაში ეთანხმებით ერთმანეთს, არამედ უფრო მეტად იმას, თუ რა ხდება, როცა ერთმანეთს არ ეთანხმებით.

მაგალითად, დაფიქრდი შემდეგზე:

  • როგორ აგვარებს შენი რჩეული კონფლიქტურ სიტუაციებს — თავისას ხომ არ იჟინებს, ხომ არ რისხდება ან ხომ არ ილანძღება? (გალატელები 5:19, 20; კოლოსელები 3:8). თუ გონიერებას ავლენს — მშვიდობის შესანარჩუნებლად მზად არის დათმოს, როცა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმის დამტკიცებას, ვინ არის მართალი და ვინ — მტყუანი (იაკობი 3:17).

  • უყვარს ამ ადამიანს მანიპულირება, ახასიათებს მესაკუთრეობა ან ეჭვიანობა? აკონტროლებს ყველა შენს ნაბიჯს? „ზოგი შეყვარებული იმის გამო კამათობს, რომ ერთმანეთს არ ეუბნებიან, სად იმყოფებიან, — ამბობს ნიკოლე. — ჩემი აზრით ეს ცუდის ნიშანია“ (1 კორინთელები 13:4).

  • რას ფიქრობენ სხვები შენს რჩეულზე? ალბათ, ისურვებდი, გაგეგო მასზე რამე მისი ნაცნობებისგან, განსაკუთრებით კი მოწიფული ქრისტიანებისგან კრებაში. ამგვარად, გაიგებ, „დადებითად ახასიათებენ“ თუ არა მას (საქმეები 16:1, 2).

 

გაიგეთ მეტი

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 1

რეალურად რას უნდა ელოდე ქორწინებისგან? ბედნიერებას თუ პრობლემებს?

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 2

გაიგეთ, როგორ შეიძლება მოემზადოთ ქორწინებაში მოულოდნელობებისთვის.