წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

უნდა დავშორდეთ ერთმანეთს? (ნაწილი 2)

უნდა დავშორდეთ ერთმანეთს? (ნაწილი 2)

თავდაპირველად შეარჩიე საუბრისთვის შესაფერისი დრო და ადგილი.

კარგია, თუ მის ადგილზე წარმოიდგენ თავს (მათე 7:12). ისურვებდი, რომ შენს შეყვარებულს სხვების თანდასწრებით ეთქვა თავისი სათქმელი? რასაკვირველია, არა.

შეიძლება გადაწყვიტე დაშორება და ეს კარგიცაა, მაგრამ ნუ ეტყვი სათქმელს ტელეფონით, ნუ მისწერ მესიჯით ან ელ-ფოსტით. ნაცვლად ამისა, შეარჩიე საუბრისთვის შესაფერი დრო და ადგილი.

როგორ უნდა თქვა შენი სათქმელი? პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ ერთმანეთისთვის „ჭეშმარიტება ელაპარაკათ“ (ეფესოელები 4:25).

კარგი იქნება, თუ შენს სათქმელს იტყვი მტკიცედ, მაგრამ ტაქტიანად. ნათლად აუხსენი, რატომ ფიქრობ, რომ თქვენი ურთიერთობის გაგრძელება აღარ შეიძლება.

ნუ ჩამოთვლი ყველა მის ნაკლს და ნურც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებ. ნაცვლად იმისა, რომ უთხრა: „შენ ამას არ აკეთებდი“ ან „ეს არასდროს გაგიკეთებია“, უკეთესია, შენს გრძნობებზე ესაუბრო: „მე მჭირდება ადამიანი, რომელიც ... ან „ვფიქრობ, რომ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, რადგან ...“

იყავი პრინციპული, რათა ადვილად არ შეგაცვლევინოს აზრი. ნუ დაგავიწყდება ის სერიოზული მიზეზი, რამაც გადაგაწყვეტინა მასთან დაშორება. ამიტომ ფრთხილად იყავი, რომ არ დაგიყოლიოს და არ გადაგაფიქრებინოს. ერთი ახალგაზრდა, ლორი, ამბობს: „მას შემდეგ, რაც ჩემს შეყვარებულს დავშორდი, ის გამუდმებით თავს მაცოდებდა. ცდილობდა, დაენახვებინა ჩემთვის, თუ რაოდენ დათრგუნა ჩვენმა დაშორებამ. ამის გამო მეც ცუდად ვგრძნობდი თავს და სიბრალული გამიჩნდა მის მიმართ. მაგრამ სიბრალულის მიუხედავად, აზრი არ შევიცვალე“. მიჰბაძე ლორის და აზრს ნუ შეიცვლი. შენი „არა იყოს არა“ (იაკობი 5:12).

დაშორების შემდეგ.

ნუ გაგიკვირდება, თუ დაშორების შემდეგ თავს განადგურებულად იგრძნობ. შეიძლება ისეთი გრძნობები დაგეუფლოს, როგორიც ფსალმუნმომღერალს: „აფორიაქებული ვარ, წელში მოვიკაკვე, მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ“ (ფსალმუნი 38:6).

ზოგმა კეთილისმსურველმა მეგობარმა შეიძლება გირჩიოს, რომ კიდევ ერთი შანსი მისცე შენს ყოფილ შეყვარებულს. მაგრამ წინდახედული იყავი! ასეთი გადაწყვეტილების შედეგებს შენ მოიმკი და არა შენი მეგობრები. ამიტომ ნუ მოექცევი სხვების გავლენის ქვეშ და დარჩი შენი გადაწყვეტილების ერთგული მაშინაც კი, თუ ძალიან განიცდი შეყვარებულთან დაშორებას.

დარწმუნებული იყავი, რომ ადრე თუ გვიან ტკივილი დაგიამდება. მანამდე კი კარგი იქნება, თუ ქვემოთ მოცემულ ბრძნულ რჩევებს გაითვალისწინებ:

 

გაიგეთ მეტი

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 1

რეალურად რას უნდა ელოდე ქორწინებისგან? ბედნიერებას თუ პრობლემებს?

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 2

გაიგეთ, როგორ შეიძლება მოემზადოთ ქორწინებაში მოულოდნელობებისთვის.