წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რის თქმა შეიძლება უბიწობის აღთქმაზე?

რის თქმა შეიძლება უბიწობის აღთქმაზე?

 რის თქმა შეიძლება უბიწობის აღთქმაზე?

უბიწობის აღთქმას სიტყვიერად ან წერილობით დებენ ქორწინებამდე სექსისგან თავის შეკავების მიზნით.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში შეერთებულ შტატებში გაერთიანებამ „ბაპტისტების სამხრეთის კონვენცია“ შეიმუშავა პროგრამა, სახელწოდებით „ნამდვილი სიყვარული იცდის“; ეს პროგრამა ითვალისწინებდა ბიბლიურ ფასეულობებს და ამასთან, იმ ახალგაზრდების დადებით გავლენაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლებიც თავიანთ თანატოლებს უბიძგებდნენ, თავი შეეკავებინათ ქორწინებამდე სექსისგან.

ცოტა ხანში კიდევ ერთი პროგრამა ამუშავდა. ახალგაზრდები საზოგადოების თანდასწრებით დებდნენ უბიწობის აღთქმას და ამის ნიშნად ყველას წინაშე ვერცხლის ბეჭდებს იკეთებდნენ, რაც მათ დადებულ აღთქმას შეახსენებდა.

 ამართლებს ასეთი მიდგომა?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის დაუსვამთ ამ კითხვას.

  • რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ისინი, ვინც უბიწობის აღთქმას დებენ, ან გვიან იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას, ან ნაკლებად არიან სექსუალურად აქტიურები“.

  • ალან გუტმახერის სახელობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ის თინეიჯერები, რომლებიც უბიწობის აღთქმას დებენ, ისევე ეწევიან სქესობრივ ცხოვრებას, როგორც ისინი, რომელთაც ეს აღთქმა არა აქვთ დადებული“.

რატომ არსებობს ასეთი ურთიერთსაპირისპირო შედეგები?

  • ერთ შემთხვევაში გამოკითხვის დროს ერთმანეთს შეადარეს სექსთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულების მქონე ის ახალგაზრდები, რომელთაც დადეს უბიწობის აღთქმა და რომელთაც არ დაუდიათ.

  • მეორე შემთხვევაში კი — სექსთან დაკავშირებით ერთნაირი შეხედულების მქონე ამ ორი კატეგორიის ახალგაზრდები.

რა გამოჩნდა ამ გამოკვლევიდან? პროფესორ ჯანეტ როზენბაუმის თქმით, რომელიც მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს, ხუთწლიანი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ „ამ ორ კატეგორიას შორის არანაირი განსხვავება არ არის, რადგან ისინი აბსოლუტურად ერთნაირ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან“.

  უკეთესი მიდგომა

ზემოთ მოხსენიებული პროგრამების შემქმნელებს კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდათ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათ ვერ ჩაუნერგეს ახალგაზრდებს ის ფასეულობები, რაც დადებული პირობის შესრულებაში დაეხმარებოდათ. როგორც პროფესორი როზემბაუმი აღნიშნავს, ბევრი, ვინც ამ აღთქმას დებს, „სინამდვილეში ბოლომდე ვერ სწვდება მის არსს. ადამიანს თავშეკავებისკენ რაღაც პროგრამამ კი არ უნდა უბიძგოს, არამედ თავად უნდა ჰქონდეს კარგად გააზრებული, რატომ იქცევა ასე“.

ბიბლია სწორედ ასეთი გააზრებული ქმედებისკენ მოგვიწოდებს. ის იმისკენ კი არ გვიბიძგებს, რომ სიტყვიერად და წერილობით დავდოთ აღთქმა, არამედ გვეხმარება, გამოვიყენოთ „აღქმის უნარი“ და გავწაფოთ „კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). ბოლოს და ბოლოს, უბიწობა მხოლოდ იმიტომ ხომ არ უნდა შევინარჩუნოთ, რომ თავი დავიცვათ დაავადებებისა თუ არასასურველი ფეხმძიმობისგან. ამის უმთავრესი მიზეზი ქორწინების ფუძემდებლისთვის პატივის მიგება უნდა იყოს (მათე 5:19; 19:4—6).

ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიაში ჩაწერილი ზნეობრივი ნორმები ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17). სინამდვილეში ასაკის მიუხედავად, ყველას შეუძლია გამოიმუშაოს შინაგანი სიმტკიცე და დაემორჩილოს ღვთის მითითებას: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელები 6:18). დაქორწინების შემდეგ წყვილს შეუძლია სრულიად დატკბეს სქესობრივი ურთიერთობით სინდისის ქენჯნის გარეშე, რაც ხშირად აწუხებთ მათ, ვისაც დაქორწინებამდე აქვს სექსი.

აგრეთვე იხილეთ

გაიგეთ მეტი

როგორ შეგიძლია აუხსნა სხვებს, რა თვალსაზრისი გაქვს სექსზე?

თუ გეკითხებიან: „დღემდე ქალიშვილი ხარ?“ ან „რას ფიქრობ სექსზე?“ შეძლებ ბიბლიის დახმარებით აუხსნა შენი თვალსაზრისი ამ საკითხზე?

შემოუთავაზებიათ შენთვის სქესობრივი ურთიერთობა?

ღირს დაჰყვე ცდუნებას, რომ ქორწინებამდე გქონდეს სექსი? შეძლებ გაუძლო ამ ცდუნებას?