წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუმკლავდე ჩემს ცხოვრებაში დატრიალებულ ტრაგედიას?

როგორ გავუმკლავდე ჩემს ცხოვრებაში დატრიალებულ ტრაგედიას?

უბედურება შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაატყდეს თავს. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ქვეყნიერებაში „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). ეს სიტყვები იმ ახალგაზრდებსაც ეხება, რომელთა ცხოვრებაშიც ტრაგედია დატრიალდა. რა დაეხმარა მათ, გამკლავებოდნენ თავს დატეხილ უბედურებას? განვიხილოთ ორი შემთხვევა.

 რებეკა

როცა 14 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები განქორწინდნენ.

ჩემთვის ვფიქრობდი, რომ მშობლები არასდროს დაშორდებოდნენ ერთმანეთს; მეგონა, უბრალოდ, მამას გარკვეული ხნით განმარტოება სჭირდებოდა. მას უყვარდა დედა, ამიტომ ვერ გამეგო, რატომ წავიდა მისგან და რატომ დამტოვა მე?

მიჭირდა სხვებთან მომხდარზე საუბარი. საერთოდ არ მინდოდა ამაზე მეფიქრა. გაბრაზებული ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ შევგუებოდი მომხდარს. წუხილმა მთლიანად შთანმთქა; ღამეები არ მეძინა.

19 წლის რომ გავხდი, დედა კიბოთი დამეღუპა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.

როცა მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, ეს ძლიერი დარტყმა იყო ჩემთვის, მაგრამ დედის სიკვდილის შემდეგ თავი სრულიად განადგურებულად ვიგრძენი. ძალიან მიჭირს ამასთან შეგუება. უძილობის პრობლემა კიდევ უფრო გამირთულდა. დღემდე მოსვენებას მიკარგავს მომხდარი.

ამ მეტად მძიმე პერიოდში შევძელი გამოსავლის პოვნა. მაგალითად, იგავების 18:1 გვაფრთხილებს, რომ არ განვმარტოვდეთ. ვცდილობ, მივყვე ამ რჩევას.

მე იეჰოვას მოწმე ვარ და ამიტომ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს ვკითხულობ. ერთ-ერთი, რაც ძალიან დამეხმარა, იყო წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 2). ამ წიგნის ერთ-ერთ თავში, „ვიქნები ბედნიერი მეორე მშობლის გარეშე?“, განხილული თემა სწორედ ჩემს მდგომარეობას ეხებოდა.

ძალიან მიყვარს და მეხმარება მათეს 6:25—34-ში ჩაწერილი სიტყვები. 27-ე მუხლში იესო ასეთ კითხვას სვამს: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით * გაიხანგრძლივოს?“.

უბედურებისგან არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული, მაგრამ როგორც დედამ მასწავლა, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვცდილობთ მომხდართან გამკლავებას. მას ბევრი რამის გადატანა მოუწია ცხოვრებაში — ჯერ ქმარმა მიატოვა, ბოლოს კი უკურნებელი სენით დაავადდა. ყველაფრის მიუხედავად, ის ყოველთვის დადებით განწყობას ინარჩუნებდა. მისი რწმენა იეჰოვასადმი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ურყევი იყო. არასდროს დამავიწყდება ის, რაც დედისგან იეჰოვას შესახებ ვისწავლე.

დაფიქრდი: როგორ შეუძლია ბიბლიას და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვას თავს დატეხილ უბედურებასთან გამკლავებაში დაგეხმაროს? (ფსალმუნი 94:19).

 კორდელი

მახსოვს, 17 წლის ვიყავი, როცა მამამ ჩემ თვალწინ დალია სული. ეს ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც კი ოდესმე მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. განადგურებული ვიყავი.

ვერ ვიჯერებდი, რომ მამა აღარ მყავდა. თავს ვარწმუნებდი, რომ უსიცოცხლო სხეული, რომელიც ზეწარში გაახვიეს, მამაჩემის არ იყო. ჩემს თავს ვეუბნებოდი: „აი, ნახავ, ხვალ გაიღვიძებს“. სრული სიცარიელის გრძნობა დამეუფლა.

მე და ჩემი ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეები ვართ. როდესაც მამა დაიღუპა, კრების წევრების მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენით. მათ საკვები მოჰქონდათ ჩვენთვის, სახლში რჩებოდნენ ჩვენთან და არასდროს გვტოვებდნენ მარტოს. ასე გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. და-ძმების ასეთმა მხარდაჭერამ დამარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეები ნამდვილი ქრისტიანები არიან (იოანე 13:35).

ძალებს მმატებდა და მამხნევებდა 2 კორინთელების 4:17, 18 მუხლებში ჩაწერილი სიტყვები: „თუმცა ეს გასაჭირი ხანმოკლე და მსუბუქია, მას ჩვენთვის დიდება მოაქვს. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მარადიულად რჩება, როცა ხილულს კი არ ვუყურებთ, არამედ უხილავს; ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული“.

განსაკუთრებით მამხნევებდა ამ მუხლის ბოლო ნაწილი. მამაჩემის ტანჯვა ხანმოკლე იყო, ხოლო რასაც იეჰოვა სამომავლოდ გვპირდება, მარადიულია. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ დავფიქრდი საკუთარ ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რა მიზნებისკენ უნდა მესწრაფა.

დაფიქრდი: როგორ შეუძლია შენს ცხოვრებაში მომხდარ ტრაგედიას, დაგეხმაროს, გადააფასო ყველაფერი და ღირებული მიზნები დაისახო? (1 იოანე 2:17).

^ აბზ. 14 ერთი წყრთა დაახლოებით 45 სანტიმეტრს უდრის.

გაიგეთ მეტი

რეალური იმედი გარდაცვლილთათვის

ხელიდან გამოგაცალათ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი? შესაძლებელია მათი კვლავ ნახვა? გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია მკვდრეთით აღდგომის შესახებ.