წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვფიქრობ, თავი უნდა დავანებო სკოლას

ვფიქრობ, თავი უნდა დავანებო სკოლას

დაფიქრდი შემდეგ კითხვებზე:

მინიმუმ რამდენი კლასის დამთავრება მოითხოვება კანონით შენს ქვეყანაში? ხარ თუ არა უკვე ბოლო სავალდებულო კლასში? თუ უმაღლესი ხელისუფლებისადმი მორჩილების შესახებ ბიბლიურ რჩევას უგულებელყოფ და დროზე ადრე გამოდიხარ სკოლიდან, ესე იგი, სწავლას თავს ანებებ (რომაელები 13:1).

საკმარისი ცოდნა მაქვს ჩემი მიზნების მისაღწევად? რას მინდა მივაღწიო მიღებული ცოდნით? ჯერ არ გიფიქრია ამაზე? თუ წინასწარ არ იფიქრებ, დაემსგავსები მატარებლის მგზავრს, რომელმაც არ იცის, სად უნდა წასვლა. ამიტომ მშობლებთან ერთად იმსჯელე ქვემოთ მოცემულ ჩარჩოზე, სათაურით „რას მინდა მივაღწიო მიღებული ცოდნით?“! ეს დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რა გინდა სინამდვილეში. ამასთანავე, შენ და შენი მშობლები იმის განსაზღვრასაც შეძლებთ, თუ რამდენი ხანი ღირს სწავლის გაგრძელება სკოლაში.

სკოლისთვის თავის დანებება, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მატარებლიდან გადმოხტომას ჰგავს

რატომ გინდა სკოლიდან გამოსვლა? შესაძლოა გინდა მუშაობის დაწყება ოჯახის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ან მოხალისედ მსახურება გსურს. ეგოისტურ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს საკონტროლოებისა და საშინაო დავალებებისთვის თავის არიდება. მთავარია გააცნობიერო, რატომ გინდა სკოლიდან გამოსვლა — საპატიო თუ ეგოისტური მიზეზების გამო. თუ სწავლისთვის თავის დანებება იმიტომ გინდა, რომ პრობლემებს გაექცე, იცოდე, რომ ცხოვრებაში პრობლემები მაინც შეგხვდება.

სკოლისთვის თავის დანებება რაღაცით მატარებლიდან გადმოხტომას ჰგავს. მატარებელი შეიძლება არ იყოს კომფორტული და არც მგზავრები მოგეწონოს, მაგრამ თუ მატარებლიდან გადმოხტები, ვერც დანიშნულების ადგილს მიაღწევ და შეიძლება რამე დაიზიანო კიდეც. მსგავსადვე, თუ სწავლას თავს დაანებებ, ვერ მიაღწევ სასურველ მიზნებს, რაშიც სკოლაში მიღებული ცოდნა დაგეხმარებოდა. შეიძლება გაგიჭირდეს სამუშაოს შოვნა და თუ იშოვი, ანაზღაურება იმდენი მაინც არ გექნება, რამდენიც სკოლის დამთავრების შემთხვევაში გექნებოდა.

ასე რომ, ჯობია, მოთმინებით გაუძლო იმ პრობლემებს, რომლებსაც სკოლაში ხვდები, ვიდრე ნაადრევად გამოხვიდე სკოლიდან. თუ ასე მოიქცევი დასასრულით კმაყოფილი დარჩები.

რას მინდა მივაღწიო მიღებული ცოდნით?

განათლების მიღების მთავარი მიზანი ის არის, რომ სამომავლოდ შეძლო სამუშაოს შოვნა და საკუთარ თავსა და მომავალ ოჯახზე ზრუნვა (2 თესალონიკელები 3:10, 12). გიფიქრია, სად გინდა იმუშაო და როგორ მოგამზადებს სკოლაში გატარებული წლები მომავალი სამსახურისთვის? ქვემოთ მოცემული კითხვები იმის განსაზღვრაში დაგეხმარება, გაქვს თუ არა არჩეული სწორი კურსი:

  • რა გამომდის კარგად? (მაგალითად, ადვილად ახერხებ სხვებთან ურთიერთობას? გიყვარს საკუთარი ხელით რამის კეთება ან შეკეთება? ადვილად პოულობ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან?)
  • რა და რა სახის სამუშაოს შესრულებაში გამომადგება ჩემი ესა თუ ის უნარი?
  • რა სახის სამუშაოს შოვნაა შესაძლებელი იქ, სადაც მე ვცხოვრობ?
  • რომელ საგნებს ვსწავლობ ინტენსიურად, რაც მომავალში სამსახურის შოვნაში დამეხმარება?
  • სწავლის კიდევ რა საშუალებები მაქვს, რომ უფრო ადვილად მივაღწიო დასახულ მიზნებს?

გახსოვდეს, შენი მიზანი სამომავლოდ გამოსადეგი ცოდნის მიღებაა. ამიტომ მეორე უკიდურესობაში ნუ გადავარდები და ნუ დაემსგავსები „მარადმწვანე“ მოსწავლეს, რომელიც არ აპირებს „მატარებლიდან“ ჩამოსვლას მხოლოდ იმიტომ, რომ ზრდასრული ადამიანის პასუხისმგებლობებს გაექცეს.

 

გაიგეთ მეტი

ახალგაზრდების შეკითხვები (ტომი 1)

ამ წიგნში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ალკოჰოლი და ნარკოტიკები, სქესობრივი ურთიერთობა და ზნეობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და პაემანი.