წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ გავუძლო სექსის ცდუნებას?

როგორ გავუძლო სექსის ცდუნებას?

ფიქრობ, რომ ჯობია შენც სხვებივით იყო? ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა თქვა სექსზე უარი?

შეჩერდი და დაფიქრდი!

ფაქტი: ყველას არ აქვს სექსი.

სტატისტიკური მონაცემებიდან შეიძლება იცი, რომ ახალგაზრდების უმეტესობა სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. მაგალითად, ერთი გამოკვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში სკოლის დამთავრებისას 3-დან 2 ახალგაზრდა სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ ეს მონაცემები იმასაც გვატყობინებს, რომ ყოველი მესამე არ ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, და ეს არცთუ ისე ცოტაა.

გამოკვლევების თანახმად, ბევრი, ვინც სქესობრივად აქტიურია, ქვემოთ ჩამოთვლილი უსიამოვნო ფაქტების წინაშე დგება:

სინანული. ახალგაზრდების უმეტესობა ამბობს, რომ ძალიან ინანა, ქორწინებამდე სექსი რომ ჰქონდა.

ქორწინებამდე სექსი რაღაცით ძვირფასი ნახატის ფეხსაწმენდად გამოყენებას ჰგავს

უნდობლობა. სექსის შემდეგ ზოგი იმაზე იწყებს ფიქრს, რომ მის პარტნიორს სექსი სხვასთანაც ჰქონდა.

იმედგაცრუება. გულის სიღრმეში ბევრი გოგო ოცნებობს ისეთ ბიჭზე, რომელიც მისი მფარველი იქნება და მას არ გამოიყენებს. ბევრი ბიჭი კი ინტერესს კარგავს იმ გოგოსადმი, რომელიც მას ნებდება.

გახსოვდეს: შენი სხეული ძალიან ძვირფასია და შესაბღალად მისი გამეტება ნამდვილად არ ღირს. დაამტკიცე შენი საქციელით, რომ შეგიძლია დაემორჩილო ღვთის კანონს და თავი აარიდო სიძვას. ერთ მშვენიერ დღეს, თუ ოჯახს შექმნი, მაშინ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის, სინანულისა და შიშის გარეშე გექნება სქესობრივი ურთიერთობა შენს მეუღლესთან (იგავები 7:22, 23; 1 კორინთელები 7:3).

 

გაიგეთ მეტი

ახალგაზრდების შეკითხვები (ტომი 2)

ამ წიგნში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: სკოლა, დასვენება და გართობა, თანატოლები, ცვლილებები ორგანიზმში, გრძნობები, საპირისპირო სქესი და სხვა.