წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საშინაო დავალებებს ვერ ავუდივარ

საშინაო დავალებებს ვერ ავუდივარ

რა შეგიძლია გააკეთო?

მოიწყვე სამეცადინო კუთხე. იქ, სადაც იმეცადინებ, ყურადღება არაფერმა არ უნდა გაგიფანტოს. თუ საშუალება გაქვს, საწერ მაგიდასთან იმეცადინე. მეცადინეობისას ტელევიზორი გამორთული უნდა გქონდეს.

დრო მარდი ცხენივით არის, მის მართვას სწავლა სჭირდება.

დაადგინე პრიორიტეტები. სკოლის პერიოდში შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლაა. ამიტომ სხვა არაფერი გააკეთო მანამ, სანამ საშინაო დავალებებს არ მოამზადებ ხოლმე.

ბოლო წუთამდე ნუ გადადებ. წინასწარ განსაზღვრე, როდის რას გააკეთებ და შემდეგ შეძლებისდაგვარად მიჰყევი გეგმას.

შეადგინე გეგმა. დაგეგმე, რას რის შემდეგ გააკეთებ. ჩამოწერე ეს ფურცელზე და თითოეულს განსაზღვრული დრო მიუწერე. დავალებების შესრულების პარალელურად ისინი თანმიმდევრობით გადახაზე.

დროდადრო შეისვენე. თუ ატყობ, რომ ყურადღების მოკრება გიჭირს, ცოტა ხნით შეისვენე, მაგრამ მალევე განაგრძე დავალების მომზადება.

გჯეროდეს საკუთარი თავის. ხშირ შემთხვევაში, ნიჭზე მეტად სიბეჯითეზეა დამოკიდებული, კარგად სწავლობს მოსწავლე თუ ცუდად (იგავები 10:4). შენ შეძლებ კარგად სწავლას. ცოტა მოინდომე და შედეგიც არ დააყოვნებს.