წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გადავეჩვიო საქმის ბოლო წუთამდე გადადებას?

როგორ გადავეჩვიო საქმის ბოლო წუთამდე გადადებას?

ყოველთვის ბოლო წუთში აკეთებ საშინაო დავალებებს? ამას უნდა გადაეჩვიო. ეს სტატია დაგეხმარება გადაეჩვიო საქმის ბოლო წუთამდე გადადებას, მაშინაც კი თუ ...

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაეცანი ქვემოთ მოცემულ ტესტს და გაიგე,  როგორ შეგიძლია გადაეჩვიო საქმის ბოლო წუთამდე გადადებას?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რა სავალალო შედეგები მოჰყვება საქმის გაჭიანურებას: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“ (ეკლესიასტე 11:4).

განვიხილოთ, რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას საქმის ბოლო წუთამდე გადადებამ და როგორ უნდა გადავეჩვიოთ ამას.

 დავალება საკმაოდ რთული გეჩვენება

ზოგი დავალება იმდენად რთული გეჩვენება, რომ გირჩევნია, სხვა დროისთვის გადადო. აი, რამდენიმე რჩევა:

  • დავალება რამდენიმე ნაწილად დაყავი. მაშინაც კი, თუ ვიცი, რომ ბევრი რამ მაქვს მოსასწრები, იმის ნაცვლად, რომ საერთოდ არ დავიწყო კეთება, ჯობია, საქმე წინ წავიგდო“, — ამბობს მელისა.

  • დაუყოვნებლივ შეუდექი დავალების შესრულებას. დავალების მიღებისთანავე დაიწყე მისი შესრულება და შესასრულებელი საქმეების ნუსხაში ეს დავალებაც შეიტანე. თუ რაიმე აზრი მოგივა, შეგიძლია მაშინვე ჩაინიშნო“ (ვერა).

  • ვინმეს მიმართე დახმარებისთვის. შეიძლება შენს მშობლებსა და მასწავლებლებსაც ჰქონიათ მსგავსი პრობლემა. სთხოვე, გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება. ისინი შეიძლება დაგეხმარონ, თავი მოუყარო აზრებს და შეადგინო გეგმა.

რჩევა. თუ შეადგენ გეგმას და ზედმიწევნით მიჰყვები, გამოყოფილ დროში ჩაეტევი და ყველაფრის გაკეთებას მოასწრებ“ (ები).

 დავალების გაკეთების ხასიათზე არ ხარ

ხშირად ისეთი დავალების გაკეთება გიწევს, რაც დიდად არ გეხალისება. როგორ უნდა მოიქცე, თუ დავალების გაკეთება გეზარება? აი, რამდენიმე რჩევა:

  • დადებითი მხარე. წარმოიდგინე, რამხელა შვებას იგრძნობ, როცა შენს გასაკეთებელს დროულად გააკეთებ. ემი ამბობს: „ძალიან მიხარია, როცა საქმეს დაგეგმილზე ადრე ვრჩები. ასეთ დროს დასვენების საშუალება მეძლევა“.

  • იფიქრე შედეგზე. თუ საქმეს გადადებ, სტრესი და დაძაბულობა მოიმატებს და დავალებას ხარისხიანად ვეღარ შეასრულებ. ბიბლია ამბობს: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

  • შეეცადე ვადაზე ადრე შეასრულო დავალება. ეს მეხმარება, დავალება დათქმულ დრომდე ერთი-ორი დღით ადრე შევასრულო, — ამბობს ალისია. — ამ დროს საშუალება მეძლევა, ხელახლა გადავხედო ჩემს დავალებას და ერთი-ორი დღე ამოვისუნთქო“.

რჩევა. შენ უნდა განეწყო დავალების შესასრულებლად. საკუთარ თავს შეუძახე, რომ გააკეთებ დავალებას და არავის და არაფერს მისცემ იმის ნებას, რომ ხელი შეგიშალოს ამ დავალების მომზადებაში. როცა საკუთარ თავს ასე განვაწყობ, ყველაფერი კარგად გამომდის“ (ალექსი).

 ისედაც ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი

ხშირად მეუბნებიან, რომ საქმის გაჯანჯლება მიყვარს, — ამბობს ნათანი. — მაგრამ ეს უსამართლობაა! ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი?!“ თუ შენც ნათანივით გრძნობ თავს, გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული რჩევები.

  • თავდაპირველად ადვილი დავალება გააკეთე. ერთხელ ერთმა მირჩია, რომ თუ რაღაცის გასაკეთებლად ხუთ წუთზე ნაკლები დრო მჭირდება, დაუყოვნებლივ გამეკეთებინა, — ამბობს ამბერი. — ასეთ საქმეებში შედის დასუფთავება, ტანსაცმლის თავის ადგილზე დალაგება, ჭურჭლის დარეცხვა და ტელეფონით ვინმესთან საქმეზე დალაპარაკება“.

  • დაადგინე პრიორიტეტები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). როგორ შეგიძლია ამ რჩევის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში? „ჩამოწერილი მაქვს, რა მაქვს გასაკეთებელი და როდისთვის უნდა მოვრჩე, — ამბობს ანა. — მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩანიშნული მაქვს, როდის დავიწყებ და დავასრულებ თითოეულ დავალებას“.

ძალიან მკაცრი და შემზღუდველი ხომ არ გეჩვენება ამ რჩევების თანახმად მოქმედება? კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდი: როცა გეგმას ადგენ, შენ აკონტროლებ დროს და არა დრო გაკონტროლებს შენ. შედეგად სტრესიც ნაკლებია. კელი ამბობს: „როცა გეგმას ვადგენ, თავს მშვიდად და იმედიანად ვგრძნობ“.

  • ნუ მოცდები. სახლში ყველას ვეუბნები, რომ დავალების გაკეთებას ვიწყებ, — ამბობს ჯენიფერი. — თუ ვინმეს უნდა, რამე დამავალოს, ვთხოვ, რომ მანამდე მითხრან ამის შესახებ, სანამ დავალების გაკეთებას შევუდგები. ამ დროს ვრთავ ტელეფონს და ელექტრონულ ფოსტასაც არ ვპასუხობ“.

რჩევა. რისი გაკეთებაც გადაწყვიტე, თავი არ დაანებო მანამ, სანამ ბოლომდე არ მიიყვან. ნაცვლად იმისა, რომ ინერვიულო, საქმე გააკეთე. თუ ასე მოიქცევი, იმ დროს, რაც დაგრჩება, დასვენებისთვის გამოიყენებ“ (ჯორდანი).