წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საერთოს ვერავისთან ვპოულობ

საერთოს ვერავისთან ვპოულობ

რა შეგიძლია გააკეთო?

პირველი, გაერკვიე როგორი კატეგორიის ადამიანებთან გიჭირს საერთო ენის გამონახვა.

ასაკი:

საერთოს ვერ ვპოულობ

  • უმცროსებთან
  • თანატოლებთან
  • უფროსებთან

უნარი:

საერთოს ვერ ვპოულობ მათთან, ვინც არის

  • ათლეტური აღნაგობის
  • ნიჭიერი
  • ინტელექტუალური

დამახასიათებელი თავისებურება:

საერთოს ვერ ვპოულობ

  • თავდაჯერებულ ადამიანებთან
  • პოპულარულ ადამიანებთან
  • მათთან, ვისაც თავისი სამეგობრო წრე ჰყავს

მეორე, განსაზღვრე, ჩვეულებრივ, როგორ იქცევი, ასეთი ადამიანების გარემოცვაში:

  • თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს მათნაირი ინტერესები და უნარი მაქვს.
  • არ ვინტერესდები მათი საუბრის თემებით და მხოლოდ ჩემთვის სასურველ თემებზე ვსაუბრობ.
  • ვდუმვარ და პირველივე შესაძლებლობისთანავე ვტოვებ მათ კომპანიას.

მესამე, გამოავლინე ინიციატივა. ნუ ელი, რომ სხვები გამოავლენენ ინიციატივას. ზოგჯერ თავად უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი (ფილიპელები 2:4). როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?

მხოლოდ თანატოლებით ნუ შემოიფარგლები. დაფიქრდი, რატომ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ თანატოლებთან ურთიერთობით და მერე თქვა, რომ მეგობრებს ვერ პოულობ?! ეს იგივეა, უკაცრიელ კუნძულზე შიმშილით კვდებოდე მაშინ, როცა გარშემო აურაცხელი თევზია.

დედა მირჩევდა, კრებაში ურთიერთობა მქონოდა უფროსი ასაკის სულიერად მოწიფულ ქრისტიანებთან. მისი თქმით, გავვოცდებოდი, რამდენ საერთოს ვიპოვიდი მათთან. დედა მართალი იყო. დღეს მე ბევრი მეგობარი მყავს”— ამბობს 20 წლის ჰელენა.

ისწავლე საუბარი. მთავარია, თანამოსაუბრეს 1) მოუსმინო, 2) დაუსვა კითხვები და 3) მისით გულწრფელად დაინტერესდე (იაკობი 1:19).

ვცდილობ უფრო მომსმენი ვიყო, ვიდრე მოლაპარაკე, საკუთარ თავზე ნაკლები ვილაპარაკო და სხვები ცუდ შუქში არ წარმოვაჩინო“, — ამბობს 18 წლის სერენა.

თუ ადამიანი ჩემთვის უცნობ თემაზე ლაპარაკობს, ვთხოვ განმიმარტოს, რაც მას ამ თემაზე უფრო მეტის თქმის საშუალებას მისცემს“, — ამბობს 21 წლის იარედი.

მე ბუნებით მორცხვი ვარ, ამიტომ, თავს ვაიძულებ, რომ სხვებს ველაპარაკო. მეგობრები რომ გყავდეს, თავად უნდა იყო მეგობრული. ასე რომ, ბარიერი უკვე გადავლახე“, — ამბობს 16 წლის ლეა.