წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გამოვიყურები?

როგორ გამოვიყურები?

რატომ უნდა ფიქრობდე იმაზე, თუ როგორ იცვამ? ტანსაცმელი ადამიანზე ბევრ რამეს მეტყველებს. შენი ჩაცმულობა რაზე მეტყველებს?

 რა სამ არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ ტანსაცმლის არჩევისას და რის გაკეთება შეგიძლია ამის თავიდან ასარიდებლად

არასწორი არჩევანი 1: მედიის სტერეოტიპების გავლენაში მოქცევა.

„ზოგჯერ იმიტომ ვიხიბლები მოდური ტანსაცმლით, რომ ძალიან ბევრ რეკლამას ვუყურებ. როდესაც გონებაში გამუდმებით გიტრიალებს მოდურად ჩაცმული ადამიანების სურათები, ძნელია, არ აჰყვე მოდის ტენდენციებს“, — გვიზიარებს ერთი გოგონა, სახელად ტერეზა.

რეკლამის გავლენის ქვეშ მხოლოდ გოგოები როდი ექცევიან. ერთ წიგნში ნათქვამია: „ბიჭებსაც არანაკლებ უყვართ მოდური ტანსაცმელი. ისინი ჯერ კიდევ პატარა ასაკში ხდებიან მარკეტოლოგების სამიზნეები“ (The Everything Guide to Raising Adolescent Boys).

სწორი არჩევანი: ბიბლიაში ვკითხულობთ: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). ამ პრინციპიდან გამომდინარე, ყოველთვის კარგად გააანალიზე რეკლამაში ნანახი. მაგალითად, როდესაც ტანსაცმლის რეკლამას უყურებ, რომელიც წარმოდგენილია, როგორც „სექსუალური“ და „გამომწვევი“, ჰკითხე საკუთარ თავს:

  • „ვის მოუტანს სინამდვილეში მოგებას, თუ მოდას ავყვები?“

  • „როგორი ადამიანის რეპუტაციას შემიქმნის ასეთი ჩაცმულობა?“

  • „ასახავს ჩემი ჩაცმულობა იმას, თუ სინამდვილეში ვინ ვარ და რა პრინციპებით ვცხოვრობ?“

რჩევა: კვირის მანძილზე კარგად დააკვირდი ტანსაცმლის რეკლამებს, რომლებიც მედიაში ტრიალებს. როგორი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს ეს რეკლამები ადამიანს? ხომ არ შთაგაგონებს ისინი, რომ შენ აუცილებლად უნდა მიჰყვე მოდას? ერთი ახალგაზრდა, სახელად კარენი, ამბობს: «დღეს დიდი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სრულყოფილად გამოიყურებოდე, იდეალურად გეცვას და შენი „ლამაზი სხეული“ რაც შეიძლება საუკეთესოდ წარმოაჩინო. სარეკლამო სააგენტოებს კარგად ესმით, რომ ახალგაზრდები ყველაზე ადვილი სამიზნეები არიან».

არასწორი არჩევანი 2: მოდის უახლესი ტენდეციების მიყოლა იმ მიზნით, რომ თანატოლების აღიარება მოიპოვო.

„თუ რომელიმე სტილის ტანსაცმელი შემოვიდა მოდაში, აბსოლუტურად ყველა ცდილობს, ასეთი ტანსაცმელი ჩაიცვას. თუ ასე არ იცვამ, ხალხი დაგცინის“, — ამბობს ერთი ახალგაზრდა, მანუელი. ანაც ეთანხმება ამ სიტყვებს: „შენთვის ამ დროს უმთავრესი ის კი არ არის, რომ მოდას მიჰყვე, არამედ ის, რომ თანატოლებმა გაღიარონ“.

სწორი არჩევანი: ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ (რომაელები 12:2). გაითვალისწინე ეს რჩევა, გადაამოწმე შენი გარდერობი და ჰკითხე საკუთარ თავს:

  • „ძირითადად, რა კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობ ტანსაცმლის არჩევისას?“

  • „აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ბრენდული ტანსაცმელი მეცმევა თუ არა?“

  • „ჩაცმულობით ხომ არ ვცდილობ ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენას?“

რჩევა: ნაცვლად იმისა, რომ ტანსაცმელი ორ კატეგორიად დაყო — მოდური (მისაღები) ან მოდიდან გასული (გოიმური) — ამ კატეგორიებს კიდევ ერთი დაამატე: მოკრძალებული და უსაფრთხო. რაც უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, მით ნაკლებად გაღელვებს, გაღიარებენ თუ არა სხვები.

არასწორი არჩევანი 3: გავრცელებული თვალსაზრისი: „რაც უფრო სექსუალურია, მით უკეთესია“.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგჯერ ცდუნება მაქვს, ისეთი ტანსაცმელი ჩავიცვა, რომელიც ცოტა არ იყოს გამომწვევია — მეტისმეტად მოკლე, ვიწრო ან მოტკეცილი“, — აღიარებს ერთი გოგონა, სახელად ჯენიფერი.

სწორი არჩევანი: ბიბლიაში ვკითხულობთ: „თქვენი სილამაზე ნუ იქნება გარეგნობაში ... არამედ იყოს შინაგან ადამიანში“ (1 პეტრე 3:3, 4). მხედველობაში მიიღე ეს რჩევა და დაფიქრდი: რა უფრო მიმზიდველია — თვალისმომჭრელი გარეგნობა თუ შინაგანი სილამაზე.

რჩევა: შენი საუკეთესო „მოდური აქსესუარი“ მოკრძალება უნდა იყოს. დღეს ეს შეხედულება ნამდვილად არ სარგებლობს დიდი პოპულარობით. მაგრამ დაფიქრდი:

გქონია შემთხვევა, როცა მოსაუბრე სულ საკუთარ თავსა და ჩაცმულობაზე ლაპარაკობს? რა სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, რომ ასეთი საუბრებით თავს გაბეზრებენ!

შენი ჩაცმულობით შეიძლება სხვებს ეუბნები, რომ ეგოცენტრული ხარ, რითაც განიზიდავ მათ შენგან

როდესაც გამომწვევად იცვამ, შენ ასეთ ადამიანს ემსგავსები. ჩაცმულობით ხალხს ეუბნები „შემომხედეთ!“ და ამით სხვებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნი, რომ არასანდო ან ეგოცენტრული ხარ, ან ორივე ერთად. მეტიც, შეიძლება სხვებმა იფიქრონ, რომ ყველანაირად ცდილობ, ყურადღების მიქცევას და არა აქვს მნიშვნელობა, ვისი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდები.

ნაცვლად იმისა, რომ რეკლამა გაუკეთო იმას, რასაც თავად არ ყიდი, შეეცადე, იყო მოკრძალებული. „მოკრძალება არ ნიშნავს, ბებიასავით ჩაიცვა. სინამდვილეში, როცა მოკრძალებულად იმოსები, საკუთარ თავს და გარშემომყოფებს სცემ პატივს“.

გაიგეთ მეტი

რა გიყალიბებს სტერეოტიპებს? (ნაწილი 1) გოგოებისთვის

ბევრი, ვისაც ჰგონია, რომ ორიგინალური და განსხვავებულია, სინამდვილეში სხვას ჰბაძავს.

რა გიყალიბებს სტერეოტიპებს? (ნაწილი 2) ბიჭებისთვის

მოეწონები სხვებს, თუ მედიის სტერეოტიპების გავლენაში მოექცევი?

მეტისმეტად ბევრს ხომ არ ვფიქრობ საკუთარ გარეგნობაზე?

თუ ფიქრობ, რომ უშნო აღნაგობა გაქვს, რა დაგეხმარება, გქონდეს გაწონასწორებული თვალსაზრისი საკუთარ გარეგნობაზე?