წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მასწავლებელი გადამეკიდა

მასწავლებელი გადამეკიდა

შეჩერდი და დაფიქრდი!

განვიხილოთ რეიჩელის მაგალითი: 16 წლის რეიჩელი ყოველთვის მაღალ ნიშნებს იღებდა. მაგრამ მე-7 კლასში რომ გადავიდა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. რეიჩელი იხსენებს: „ჩემი მასწავლებელი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ კლასში დავრჩენილიყავი“. რაში იყო საქმე? მასწავლებელმა პირდაპირ უთხრა რეიჩელს და დედამისს, რომ მათი რელიგია არ მოსწონდა.

მასწავლებლები რაღაცით მდინარეში ჩალაგებულ ქვებს ჰგვანან, რომლებიც გეხმარებიან, რომ უცოდინარობიდან ცოდნამდე მიხვიდე, მაგრამ ნაბიჯები შენ უნდა გადადგა

რა მოხდა ამის შემდეგ? რეიჩელი განაგრძობს: „როდესაც აშკარა იყო, რომ მასწავლებელს ამოჩემებული ვყავდი და ცუდ ნიშანს ამის გამო მიწერდა, დედა წამომყვებოდა ხოლმე მასთან სალაპარაკოდ. ბოლოს, როგორც იქნა, შემეშვა“.

თუ შენც თვალში ჰყავხარ ამოღებული მასწავლებელს, ამის შესახებ ესაუბრე მშობლებს. ისინი დაელაპარაკებიან მას და შესაძლოა სკოლის ადმინისტრაციასაც კი, რათა პრობლემა მოგვარდეს.

ფაქტია, რომ ყოველთვის იოლად ვერ გახვალ ფონს. ზოგჯერ მოთმინებაა საჭირო (რომაელები 12:17, 18). ტანია აღნიშნავს: „ერთი მასწავლებელი ბავშვებს ძალიან ცუდად გვექცეოდა. ხშირად გვაყენებდა შეურაცხყოფას, სულელებს გვეძახდა. პირველად მატირა კიდეც, მაგრამ მერე მისი სიტყვები გულთან ახლოს აღარ მიმქონდა. კონცენტრირებული ვიყავი ჩემს დავალებებზე და ვაქტიურობდი მის გაკვეთილებზე. ამის მერე იმდენად აღარ ვყავდი ათვალწუნებული და იმ ერთეულთა რიცხვშიც აღმოვჩნდი, ვისაც კარგ ნიშნებს უწერდა. ორი წლის შემდეგ ეს მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს“.

გახსოვდეს: თუ ისწავლი საერთო ენის გამონახვას რთული ხასიათის მასწავლებელთან, ეს მომავალში გამოგადგება, როდესაც სამსახურში რთული ხასიათის უფროსი გეყოლება (1 პეტრე 2:18). ამგვარად, კარგი მასწავლებლების დაფასებასაც ისწავლი.