არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა ივარჯიშო?

რატომ უნდა ივარჯიშო?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ფიზიკური ვარჯიში . . . სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). მართალია, ბევრი ახალგაზრდა ამბობს, რომ ვარჯიში აუცილებლად სჭირდება, მაგრამ მათგან ბევრს არ უყვარს ვარჯიში.

  • „სკოლაში ძალიან ბევრი აცდენდა ფიზკულტურას. ეს ყველაზე სახალისო გაკვეთილი იყო, თანაც სადილის მერე გვქონდა“ (რიჩარდი, 21 წლის).

  • „ზოგი ფიქრობს: რა ძალა მადგას, მზის გულზე ვირბინო და გავოფლიანდე მაშინ, როცა შემიძლია სახლში კომფორტულად მოვკალათდე და ვიდეოთამაშებით გავერთო?“ (რუთი, 22 წლის).

თუ არც შენ გიყვარს ვარჯიში, ქვემოთ მოცემული სამი რჩევა დაგეხმარება, გამოიმუშავო ეს კარგი ჩვევა.

№1. ვარჯიში იმუნურ სისტემას გაგიძლიერებს. 19 წლის რეიჩელი ამბობს: „მამაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ თუ ვარჯიშისთვის ვერ მოიცლი, ავადმყოფობა მოიცლის შენთვისო“.

№2. ვარჯიშის დროს ტვინი გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ნერვებს ამშვიდებს. სირბილი დაძაბულობას მიხსნის. ვარჯიშის შემდეგ თავს ყოველმხრივ კარგად ვგრძნობ“, — გვიზიარებს 16 წლის ემილი.

№3. ვარჯიში კარგ ხასიათზე დაგაყენებს. ძალიან მიყვარს აქტიური დასვენება. ხშირად დავდივარ ლაშქრობებზე, ვცურავ, სნოუბორდით ვსრიალებ და ველოსიპედით ვსეირნობ“, — ამბობს რუთი.

რა დაგეხმარება? კვირაში სამჯერ, სულ ცოტა, 20 წუთი მაინც დაიტვირთე თავი ფიზიკურად ისეთი რამით, რაც გსიამოვნებს.

გახსოვდეს: მართალია, გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, ცხოვრების როგორ წესს აირჩევ. ამიტომ, თუ თვლი, რომ ვარჯიში აუცილებლად გჭირდება, არჩევანი შენზეა!