წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა გამოიძინო?

რატომ უნდა გამოიძინო?

ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). თუ კარგად არ გამოიძინებ, ეს შენს ჯანმრთელობაზე აისახება.

  • „თუ ძილი დამაკლდა, აღარ ვარგივარ. ვერაფერზე ვახერხებ კონცენტრირებას“ (რეიჩელი, 19 წლის).

  • „შუადღისთვის ისეთი დაღლილი ვარ, რომ ლაპარაკის დროს ლამის ჩამეძინოს“ (კრისტინა, 19 წლის).

ძილი ხომ არ გაკლია? ნახე, რას ამბობენ შენი თანატოლები.

ნუ დაწვები გვიან. ვცდილობ, ყოველთვის დროულად დავიძინო“, — ამბობს 18 წლის კატრინი.

მოერიდე გვიანობამდე მეგობრებთან ლაპარაკს.

ზოგჯერ მეგობრები საკმაოდ გვიან მირეკავენ ან მიმესიჯებენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე და თავის დროზე ვიძინებ“, — გვიზიარებს 21 წლის რიჩარდი.

შეეცადე, ჩადგე რეჟიმში. 20 წლის ჯენიფერი ამბობს: „ვცდილობ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დავწვე და ერთსა და იმავე დროს ავდგე“.

რა დაგეხმარება? შეეცადე, ღამეში 8 საათი იძინო.

საკუთარ ჯანმრთელობაზე რომ იზრუნო, მხოლოდ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაა საჭირო. გახსოვდეს: თუ გინდა, კარგად გამოიყურებოდე, თავს უკეთ გრძნობდე და შრომისუნარიანობა არ დაგიქვეითდეს, ჯანმრთელი უნდა იყო.

არის ცხოვრებაში ისეთი რამ, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელია, მაგრამ როცა საქმე შენს ჯანმრთელობას ეხება, მეტ-ნაკლებად რაღაცის გაკეთება შეგიძლია. 19 წლის ერინი ამბობს: „შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია“.