წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ უნდა დავეხმარო სხვებს?

რატომ უნდა დავეხმარო სხვებს?

 ორი რამ, რაც ბევრს ავიწყდება

1. ვინც გასცემს, ის სანაცვლოსაც იღებს!

შენს ხელგაშლილობას სხვები აუცილებლად შეამჩნევენ. სანაცვლოდ ისინიც გულუხვები იქნებიან შენ მიმართ. აი, რას ვკითხულობთ ბიბლიაში:

  • „გაეცით და მოგეცემათ ... რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკა 6:38; ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).

  • 2. როდესაც სხვებს დახმარების ხელს უწვდი, ამით საკუთარ თავსაც ეხმარები!

  • როცა ვინმეს სიკეთეს უკეთებ, ღირსების გრძნობა გიმაღლდება და კმაყოფილებას გრძნობ. ბიბლიაში წერია:

  • „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

    „როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ“ (ლუკა 14:13, 14).

ახალგაზრდები, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ

 ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომლებიც გულწრფელად ინტერესდებიან სხვებით. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

„ხანდახან მინდა სავარძელში მოვკალათდე და ტელევიზორს ვუყურო, მაგრამ ამ დროს დედ-მამა მახსენდება, რომლებიც სამუშაოს შემდეგ სახლში დაღლილ-დაქანცულები დაბრუნდებიან. ამიტომ, ვდგები, ვიწყებ ჭურჭლის რეცხვას, მტვრის წმენდას და ოთახების მტვერსასრუტით დასუფთავებას. მშობლებს ყავასაც ვუმზადებ, რადგან ძალიან უყვართ. როცა დედა სახლში შემოდის, ამბობს: „როგორ კრიალებს ყველაფერი და რა სასიამოვნო სურნელია! ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო!“. როცა მამიკოს და დედიკოს გულს ვუხარებ, მეც მიხარია“ (კეისი).

„მშობლები ყოველთვის მხარში მიდგანან და მათი წყალობით ყოველივე აუცილებელი მაქვს. ამიტომ, როცა გასულ წელს მანქანა გაუფუჭდათ, თანხით დავეხმარე მიუხედავად იმისა, რომ ამან ჩემი დანაზოგის დიდი ნაწილი წაიღო. თავიდან მშობლები უარზე იყვნენ, მაგრამ აზრი ვერ შემაცვლევინეს. ჩემი აზრით გაცილებით მეტს იმსახურებენ. ძალიან სასიამოვნო იყო იმის განცდა, რომ მათ რაღაცით დავეხმარე“ (ჰოლი).

იცოდით თუ არა? ბევრი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე ასეთივე სიხარულს გრძნობს, როცა სხვებს ბიბლიურ ცნობას უზიარებს. ზოგი სხვა ქვეყანაშიც კი გადადის, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.

„შეერთებული შტატებიდან მექსიკაში გადავედი, რომ ხალხისთვის ბიბლია მესწავლებინა. ზოგჯერ შეუძლებელია სხვებს ფულით დაეხმარო ან რამე აჩუქო, რადგან არ გაქვს ამის საშუალება. მაგრამ დავინახე, რომ როცა მსახურებაში დროსა და ენერგიას არ იშურებ, ეს გაცილებით ფასეულია, ვიდრე ვინმესთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა“ (ევანი).

რით შემიძლია სხვებს დავეხმარო?

 გინდა, თავადაც გამოსცადო გაცემით გამოწვეული სიხარული? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა.

დაეხმარე ოჯახის წევრებს:

  • საკუთარი ინიციატივით დარეცხე ჭურჭელი და დაალაგე სახლი.

  • მოამზადე საჭმელი.

  • მადლიერების ნიშნად წერილი დაუწერე მშობლებს.

  • დაეხმარე შენს და ან ძმას გაკვეთილების მომზადებაში.

დაეხმარე სხვებს:

  • გაუგზავნე ბარათი მას, ვინც ავადაა.

  • დაეხმარე ხანდაზმულ მეზობელს ეზოს მოვლაში.

  • მოინახულე ისინი, ვინც სახლიდან გარეთ ვერ გადის.

  • გაუკეთე საჩუქარი მათ, ვისაც რთული პერიოდი უდგას ცხოვრებაში.

რჩევა: შეგიძლია თვითონ მოიფიქრო, რით დაეხმარები სხვებს. მიზნად დაისახე, კვირაში ერთ ადამიანს მაინც გაუწოდო დახმარების ხელი. თავად გაოცდები, რა კარგად იგრძნობ თავს მას შემდეგ, რაც გასცემ!

„როცა სხვებს ეხმარები, ეს სიხარულს განიჭებს. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ რაღაც ფასეული გააკეთე სხვებისთვის და თან ხედავ, რომ ისინიც აფასებენ ამას. დღეს უკვე ხალისით გასცემ, რადგან გაცემით გამოწვეული სიხარული საკუთარ თავზე გამოსცადე. გაცემა იმდენად დიდ სიხარულს გგვრის, რომ ეს შენთვის მსხვერპლი ნამდვილად აღარაა“ (ალანა).

გაიგეთ მეტი

ცხოვრების საუკეთესო გზა

გინდა, აზრიანი ცხოვრება გქონდეს? მოუსმინე კამერონს, რომელიც გვიყვება, როგორ იპოვა სიხარული იქ, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი.