არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

შეიძლება ორალური სექსი სექსად ჩაითვალოს?

შეიძლება ორალური სექსი სექსად ჩაითვალოს?

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მიერ მოწოდებული ცნობებით, 15-დან 19 წლამდე გამოკითხული ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარს ორალური სექსი ერთხელ მაინც ჰქონია. „თუ თინეიჯერებს ჰკითხავ, რას ფიქრობენ ორალური სექსის შესახებ, გეტყვიან, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. ისინი არ თვლიან, რომ ეს სინამდვილეში სექსია,“ — აღნიშნავს შარლინ აზამი თავის წიგნში (Oral Sex Is the New Goodnight Kiss).

 შენ რას ფიქრობ?

უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  1. შესაძლებელია ორალური სექსის შედეგად დაფეხმძიმება?

    1. დიახ

    2. არა

  2. შესაძლებელია ორალური სექსის შედეგად რაიმე დაავადებით დაინფიცირება?

    1. დიახ

    2. არა

  3. შეიძლება ორალური სექსი სექსად ჩაითვალოს?

    1. დიახ

    2. არა

 რაზე მოწმობენ ფაქტები?

შეადარე შენი პასუხები ქვემოთ მოცემულ პასუხებს.

  1. შესაძლებელია ორალური სექსის შედეგად დაფეხმძიმება?

    პასუხი: არა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბევრი არასწორად ასკვნის, რომ ორალურ სექსში საგანგაშო არაფერია.

  2. შესაძლებელია ორალური სექსის შედეგად რაიმე დაავადებით დაინფიცირება?

    პასუხი: დიახ. ის, ვისაც ორალური სექსი აქვს, შეიძლება დაავადდეს A ან B ჰეპატიტით, გონორეით, ჰერპესით, აივ-ით და სიფილისით; ამან შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს კონდილომა (სასქესო ორგანოების მიდამოებში მეჭეჭების წარმოქმნა).

  3. შეიძლება ორალური სექსი სექსად ჩაითვალოს?

    პასუხი: დიახ. ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს სქესობრივი ურთიერთობა, პარტნიორის მასტურბაცია, ორალური თუ ანალური სექსი, რომლის დროსაც სხვისი სასქესო ორგანოების შეხება ხდება, სექსად ითვლება.

 რატომ ღირს ამაზე დაფიქრება?

განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი, რომლებიც შეგვიძლია ამ საკითხთან მიმართებით გამოვიყენოთ.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვთის ნებაა, რომ ... მოერიდოთ სიძვას“ (1 თესალონიკელები 4:3).

დედნისეული ენიდან ნათარგმნი სიტყვა „სიძვა“ გულისხმობს ყველანაირი სახის ინტიმურ ურთიერთობას ქორწინების გარეშე, მათ შორის სქესობრივ ურთიერთობას, ორალურ და ანალურ სექსს და სხვა ადამიანის მასტურბაციას. ის, ვინც სიძვას სჩადის, სავალალო შედეგებს მოიმკის და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ღმერთთან ურთიერთობას გაიფუჭებს (1 პეტრე 3:12).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18).

ორალური სექსის შედეგად შეიძლება ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე. ამან აგრეთვე შესაძლოა ემოციური ტკივილი გამოიწვიოს. ერთ წიგნში ნათქვამია: „ჩვეულებრივ, ვაგინალური სექსის შემთხვევაში ადამიანი არ გრძნობს თავს გამოყენებულად და არც სინანულისა და დაუცველობის გრძნობა ეუფლება“. ეს წიგნი აგრეთვე დასძენს: „უარყოფით ემოციებს მხოლოდ და მხოლოდ დაუქორწინებლებს შორის ნებისმიერი სახის სქესობრივი ურთიერთობა იწვევს. რა სახის ინტიმური კავშირიც არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთს შორის დაუქორწინებლებს, ეს მაინც სექსად ჩაითვლება“ (Talking Sex With Your Kids).

ბიბლიაში ვკითხულობთ: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“ (ესაია 48:17).

შენი აზრით, წაგადგება სქესობრივი ურთიერთობასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში მოცემული კანონები? ხომ არ ფიქრობ, რომ ეს კანონები გზღუდავს? წარმოიდგინე, რომ გადატვირთულ ავტომაგისტრალზე ხარ, სადაც დადგმულია საგზაო ნიშნები, მათ შორის შუქნიშანი და მოძრაობის სიჩქარის განმსაზღვრელი ნიშანი. ჩათვლიდი, რომ ეს ნიშნები დაცვის ნაცვლად გზღუდავს? რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ შენ ან რომელიმე სხვა მძღოლი უგულებელყოფდა ამ ნიშნებს?

შეიძლება მოძრაობის წესები ზღუდავს შენს თავისუფლებას, მაგრამ ისინი გიცავს საფრთხისგან. მსგავსად, ღვთის კანონები შეიძლება გზღუდავს, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი რამისგან გიცავს

იმავეს თქმა შეიძლება ღვთის ნორმებთან დაკავშირებითაც. თუ უგულებელყოფ მათ, დარწმუნებული იყავი, რომ იმას მოიმკი, რასაც დათესავ (გალატელები 6:7). ერთ წიგნში ნათქვამია: „რაც უფრო უგულებელყოფ შენს ფასეულობებსა და იმას, რასაც შენი რელიგია გასწავლის და ისეთ რამეს გააკეთებ, რაც იცი, რომ არასწორია, მით უფრო დაკარგავ საკუთარი თავისადმი პატივისცემას“ (Sex Smart). თუ ღვთის პრინციპების თანახმად მოიქცევი, არავის დარჩება შეუმჩნეველი, რომ ნამდვილად მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობ. რაც ყველაზე მთავარია, სუფთა სინდისი გექნება (1 პეტრე 3:16).

გაიგეთ მეტი

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?

რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ჰომოსექსუალიზმზე? შესაძლებელია ასიამოვნო ღმერთს იმის მიუხედავად, თუ საკუთარი სქესის ადამიანები გიზიდავს?

გამოიღვიძეთ!

არასწორია სექსი ქორწინებამდე?

გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია ქორწინებამდე სექსზე და ინტიმური ურთიერთობის სხვადასხვა ფორმაზე.