წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თავში სულ სექსი მიტრიალებს

თავში სულ სექსი მიტრიალებს

რა შეგიძლია გააკეთო?

დაკვირვებით შეარჩიე მეგობრები: როცა შენი კლასელები უზნეობაზე იწყებენ ლაპარაკს, თუ შენც ჩაებმები საუბარში, უფრო გაგიჭირდება ფიქრების გაკონტროლება. შენ შეგიძლია ისე დატოვო იქაურობა, რომ არც ზედმეტი ყურადღება მიიპყრო და არც არავინ დაგცინოს.

დაუშვებ, რომ ვირუსებმა დაგიზიანოს კომპიუტერი? მაშ, რატომ უნდა დაუშვა ის, რომ უზნეობაზე იფიქრო?

აკონტროლე, რას უსმენ და რას უყურებ: ბევრი რამ, რითაც დღეს ერთობიან, არასწორ სექსუალურ სურვილებს აღუძრავს ადამიანს. ბიბლია გვირჩევს: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). ასე რომ, ნუ გაერთობი იმით, რაც სექსუალურ სურვილებს გაგიღვიძებს.

სქესობრივი ლტოლვა თავისთავად დასაძრახი არ არის. ქალი და მამაკაცი ღმერთმა შექმნა ასეთი ლტოლვით და სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სავსებით ნორმალურია ცოლქმრულ ურთიერთობაში. თუ დაქორწინებამდე სექსუალური სურვილები გეუფლება, ნუ ჩათვლი, რომ ზნეობრივი სიწმინდისგან შორს ხარ.

გახსოვდეს: შენ თავად წყვეტ, თუ რაზე იფიქრებ. როგორც საქციელით, ისე მოქმედებებით, შენ შეგიძლია ცხადყო, რომ იცავ ზნეობრივ სიწმინდეს.

 

გაიგეთ მეტი

ახალგაზრდების შეკითხვები (ტომი 1)

ამ წიგნში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ალკოჰოლი და ნარკოტიკები, სქესობრივი ურთიერთობა და ზნეობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და პაემანი.