წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

ნუთუ მშობლების გარეშე ერთი ნაბიჯი ვერ უნდა გადავდგა?

ნუთუ მშობლების გარეშე ერთი ნაბიჯი ვერ უნდა გადავდგა?

 რატომ ერევიან მშობლები შენს პირად ცხოვრებაში?

მშობლები გარწმუნებენ, რომ შენზე ძალიან ღელავენ. შენ კი ფიქრობ, რომ ისინი ზედმეტად ერევიან შენს პირად ცხოვრებაში. აი, რას ამბობს ზოგი ახალგაზრდა:

  • „ხშირად მამა ტელეფონს მართმევს, პაროლს მთხოვს და ყველა მესიჯს მიმოწმებს. როცა თავის მართლებას ვიწყებ, ფიქრობს, რომ რაღაცას ვუმალავ“ (ერინი, 17 წლის).

  • „დედაჩემს სატელეფონო ზარების ამონაწერი მოჰქონდა, ყოველ ნომერს ამოწმებდა და მეკითხებოდა, ვისთან დავრეკე და რაზე ვესაუბრე“ (დენისი, 20 წლის).

  • „დედაჩემმა ჩემი დღიური წაიკითხა, სადაც ბევრი რამ მეწერა ჩემს გრძნობებზე და ცოტა რამ დედაზეც. მას შემდეგ დღიური აღარ დამიწერია“ (კეილა).

გახსოვდეს: მშობლები ვალდებულნი არიან, შენზე იზრუნონ და შენ მათ ვერ უკარნახებ, როგორ მოგექცნენ. ხომ არ გეჩვენება, რომ ხანდახან ზედმეტი მოსდით? ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარება, არ გაღიზიანდე, როცა მშობლები შენს პირად ცხოვრებაში ერევიან.

 როგორ შეგიძლია მოიქცე?

იყავი გულახდილი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). ეცადე, ამ პრინციპით იმოქმედო. თუ მშობლებთან გულწრფელი და გულადხდილი იქნები, ისინი ნაკლებად ჩაერევიან შენს პირად ცხოვრებაში.

დაფიქრდი: რამდენად გენდობიან მშობლები? ხშირად ბრუნდები სახლში გვიან? იციან მშობლებმა, ვისთან მეგობრობ და რით ხარ დაკავებული?

„ვფიქრობ, მშობლებთან დათმობაზე წასვლა ჩემთვისვეა სასიკეთო. მე მათ არაფერს ვუმალავ. ყველაფერს ვუყვები, რაც აინტერესებთ. შედეგად, ისინი უფრო მეტად მენდობიან და მეტ თავისუფლებასაც მაძლევენ“ (დელია).

იყავი მომთმენი. ბიბლიაში ნათქვამია: „კვლავაც კარგად მოიქეცით“ (1 პეტრე 2:12). ნდობის მოსაპოვებლად დროა საჭირო, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად.

დაფიქრდი: შენს მშობლებს კარგად ესმით, რა შეცდომები შეიძლება დაუშვა. ერთ დროს ხომ ისინიც მოზარდები იყვნენ? იქნებ სწორედ ამიტომ არ გაძლევენ სრულ თავისუფლებას?

„მშობლებს არ სურთ, რომ ის შეცდომები, რაც მათ ახალგაზრდობაში დაუშვეს, თავიანთმა შვილებმაც გაიმეორონ“ (დანიელი).

იყავი თანამგრძნობი. ეცადე, მშობლების თვალით შეხედო საკითხებს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მარჯვე ცოლი „თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება“ და კარგი მამა იეჰოვას მოსაწონად ზრდის და არიგებს შვილებს (იგავები 31:27; ეფესოელები 6:4). მშობელი, რომელიც ამ პრინციპის თანხმად მოქმედებს, ბუნებრივია, თავისი შვილის პირადი ცხოვრებით დაინტერესდება.

დაფიქრდი: შენ რომ მშობელი იყო, მისცემდი შენს შვილს სრულ თავისუფლებას და არაფერს ჰკითხავდი მის პირად ცხოვრებაზე?

„როცა თინეიჯერი ვიყავი, მეგონა, რომ მშობლები ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად ერეოდნენ. მაგრამ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. ეს მათ სიყვარულზე მოწმობს“ (ჯეიმზი).