წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

რა მოხდება, თუ მშობლების მიერ დადგენილ წესებს დავარღვევ?

რა მოხდება, თუ მშობლების მიერ დადგენილ წესებს დავარღვევ?

ახლა ვისაუბროთ, რას უნდა მოერიდო, სიტუაცია უფრო რომ არ დაიძაბოს.

თქვი სიმართლე. თუ სიმართლეს არ იტყვი, შენ მიმართ მშობლები ნდობას დაკარგავენ. ამიტომ, იყავი გულახდილი და დაწვრილებით მოუყევი მათ ყველაფერი (იგავები 28:13).

  • თავს ნუ გაიმართლებ და ნურც ისე მოჰყვები მომხდარს, თითქოს არაფერი მომხდარა.

  • ყოველთვის გახსოვდეს, რომ „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1).

ბოდიში მოიხადე. თუ ბოდიშს მოიხდი იმისთვის, რომ მშობლები ანერვიულე, იმედი გაუცრუე ან ზედმეტი თავსატეხი გაუჩინე, შეიძლება ძალიან მკაცრად აღარ დაგსაჯონ. მაგრამ ბოდიში გულწრფელად უნდა მოიხადო.

მზად იყავი, პასუხი აგო შენს საქციელზე. თუ პასუხს აგებ შენს საქციელზე, ეს შენი მოწიფულობის მაჩვენებელი იქნება. ეს საუკეთესო საშუალებაა, დაიბრუნო მშობლების ნდობა (იგავები 20:11).

გახსოვდეს, შენი მშობლები ვალდებულნი არიან, ზომიერების ფარგლებში გაგაკონტროლონ. ამიტომ საუბრობს ბიბლია „მამაშენის მცნებაზე“ და დედაშენის კანონზე“ (იგავები 6:20).

თუ გინდა, რომ მშობლებმა მეტი თავისუფლება მოგცენ ...

  • დაანახვე მათ, რომ ცდილობ და სურვილიც გაქვს მათ მიერ დადგენილ წესებს დაემორჩილო.

  • ეცადე დაემორჩილო მათ და აჩვენო, რომ იცი, ვინ ხარ, რა გინდა და როგორ უნდა მოიქცე.