არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

მზად ვარ ქორწინებისთვის?

მზად ვარ ქორწინებისთვის?

ამ კითხვას რომ უპასუხო, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა იცნობდე კარგად. დაფიქრდი შემდეგ საკითხებზე:

ურთიერთობები

როგორ ეპყრობი მშობლებსა თუ და-ძმებს? მათთან საუბრის დროს ხშირად ხომ არ გღალატობს მოთმინება, ტონს ხომ არ უწევ ან მწარე სიტყვებით ხომ არ მიმართავ? როგორ დაგახასიათებდნენ ისინი? როგორც მათ ექცევი, ისე მოეპყრობი შენს მეორე ნახევარსაც (ეფესოელები 4:31).

განწყობა

პესიმისტი ხარ თუ ოპტიმისტი? შეგიძლია სხვისი მოსმენა თუ ყოველთვის შენი აზრის გატანა გსურს? ინარჩუნებ სიმშვიდეს სტრესულ სიტუაციაში? შეგიძლია მოთმენა? თუ ღვთის სულის ნაყოფს განივითარებ, ეს მოგამზადებს, იყო უკეთესი მეუღლე (გალატელები 5:22, 23).

ფინანსები

ყაირათიანად ხარჯავ ფულს? ხშირად ხომ არ იდებ ვალებს? წამდაუწუმ ხომ არ კარგავ სამუშაოს? რა აზრისაა დამსაქმებელი შენზე? იმიტომ ხომ არ გიწევს გამუდმებით ახალი სამსახურის ძებნა, რომ ცუდი ჩვევები და თვისებები გაქვს, რომლებიც უნდა მოიცილო? თუ პირადი ფინანსების განკარგვა გიჭირს, როგორღა არჩენ ოჯახს? (1 ტიმოთე 5:8).

სულიერობა

თუ იეჰოვას მოწმე ხარ, რას აკეთებ იმისთვის, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნო? კითხულობ ღვთის სიტყვას, ქადაგებ და აკეთებ კომენტარებს ქრისტიანული კრების შეხვედრებზე? შენი მომავალი მეუღლე ნამდვილად იმსახურებს, რომ სულიერად ძლიერი მეორე ნახევარი ჰყავდეს! (ეკლესიასტე 4:9, 10).

რაც უფრო კარგად გაიცნობ საკუთარ თავს, მით უფრო გაიზრდება იმის ალბათობა, რომ შეხვდე ადამიანს, რომელიც შენს სუსტ მხარეებზე კი არ გაამახვილებს ყურადღებას, არამედ — ძლიერზე.

 

გაიგეთ მეტი

გამოიღვიძეთ!

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 1

რეალურად რას უნდა ელოდე ქორწინებისგან? ბედნიერებას თუ პრობლემებს?

გამოიღვიძეთ!

რას ველი ქორწინებისგან? — ნაწილი 2

გაიგეთ, როგორ შეიძლება მოემზადოთ ქორწინებაში მოულოდნელობებისთვის.