წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

მარტოობის გრძნობა

მარტოობის გრძნობა

რა შეგიძლია გააკეთო?

1. ყურადღება შენს ძლიერ მხარეებზე გაამახვილე (2 კორინთელები 11:6). კარგია, როცა გესმის, რომ ყველაფერში იდეალური ვერ იქნები, მაგრამ ნურც შენ დადებით თვისებებს დაივიწყებ. ეს საკუთარი თავის რწმენას შეგმატებს და დაგეხმარება დადებითი თვალით შეხედო საკუთარ თავს და გაუმკლავდე მარტოობას. დაფიქრდი ‘რაში ვარ ძლიერი?’ ასევე იფიქრე იმაზე, თუ რისი ნიჭი და უნარი გაქვს.

2. გულწრფელად დაინტერესდი სხვებით! თავიდან ერთი ადამიანი შეარჩიე. ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ხორხე ამბობს: „უბრალოდ უნდა ჰკითხო, როგორ არის ან რას საქმიანობს. ეს გეხმარება ადამიანის უკეთ გაცნობაში“.

ცოტაოდენი მონდომება და შენსა და შენს თანატოლებს შორის ხიდი გაიდება

რჩევა: მხოლოდ შენი თანატოლებით ნუ შემოიფარგლები. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად რუთი და ნაომი, დავითი და იონათანი, ტიმოთე და პავლე შესანიშნავი მეგობრები იყვნენ (რუთი 1:16, 17; 1 სამუელი 18:1; 1 კორინთელები 4:17). ისიც გაითვალისწინე, რომ საუბარი აზრთა გაცვლა-გამოცვლაა და არა მონოლოგი. ადამიანები აფასებენ კარგ მსმენელებს. ასე რომ, სულ შენ არ მოგიწევს ლაპარაკი.

3. „იყავი გულისხმიერი(1 პეტრე 3:8). თუნდაც არ ეთანხმებოდე სხვას, აცალე ლაპარაკი. რაშიც ეთანხმები, იმაზე გააგრძელე საუბარი. თუ ფიქრობ, რომ ყველაფერზე ვერ დახუჭავ თვალს და ღირს საკუთარი აზრის გამოთქმა, ეს რბილად და ტაქტიანად გააკეთე.

რჩევა: სხვებს ისე ელაპარაკე, როგორც შენ გინდა, რომ გელაპარაკონ. უაზრო კამათით, დაცინვით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ლაპარაკით სხვებს დაუკარგავ შენთან ურთიერთობის სურვილს. თუ შენი „სიტყვა ყოველთვის მადლიანი“ იქნება, მათ უფრო დიდი სიმპათიით განაწყობ შენდამი (კოლოსელები 4:6).

 

გაიგეთ მეტი

მარტოობასთან გამკლავება

მარტოდ გრძნობ თავს? ეს სამუშაო ფურცელი დაგეხმარება გაიგო, რატომ გრძნობ თავს ასე და როგორ შეგიძლია გაუმკლავდე ამ გრძნობას.

ვინ არის ნამდვილი მეგობარი?

ადვილი არ არის ნამდვილი მეგობრის პოვნა, მაგრამ როგორ შეგიძლია იპოვო ასეთი მეგობარი?