წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თუ შენი მშობლები ეყრებიან...

თუ შენი მშობლები ეყრებიან...

როგორ უნდა მოიქცე?

ესაუბრე ვინმეს. კარგია თუ შენს მშობლებს ეცოდინებათ, რატომ განიცდი ან რატომ ხარ გაურკვევლობაში. შეიძლება მათ მოგიყვნენ, თუ რა ხდება სინამდვილეში და ამან წუხილი შეგიმსუბუქოს.

თუ იმ მომენტში მშობლებს არ ექნებათ შენთან საუბრის სურვილი ან ვერ შეძლებენ ამაზე ლაპარაკს, შეგიძლია გული სანდო, მოწიფულ მეგობარს გადაუშალო (იგავები 17:17).

რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლია ესაუბრო ლოცვების მომსმენს“, შენს ზეციერ მამას (ფსალმუნი 65:2). გადაუშალე გული, რადგან „ის ზრუნავს შენზე“ (1 პეტრე 5:7).

რისი გაკეთება არ ღირს?

მშობლების დაშორება ისეთივე მტკივნეულია, როგორც ხელის მოტეხვა. თავიდან ძალიან გტკივა, მაგრამ იცი, რომ მოგირჩება.

გულში წყენა არ ჩაიდო. ჩვენი მშობლები ეგოისტურად იქცეოდნენ,“ — ამბობს დანიელი. — „არც ჩვენზე ფიქრობდნენ და არც ჩვენს მომავალზე“.

რა ზიანს მოუტანს დანიელს გულში წყენის ჩადება? (წაიკითხე იგავების 29:22)

რატომ იქნება უკეთესი, თუ დანიელი დაივიწყებს მშობლებისგან მიყენებულ ტკივილს? (წაიკითხე ეფესოელების 4:31, 32).

უწესოდ ნუ მოიქცევი. მშობლების დაშორების შემდეგ ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული, დეპრესიაში ჩავვარდი“, — იხსენებს დენი. — „სკოლაში ათას პრობლემას შევხვდი, შემდეგ კლასშიც ვერ გადავედი. ამის შემდეგ სკოლის მასხარა გავხდი, სულ ვჩხუბობდი“.

შენი აზრით, რისი მიღწევა უნდოდა დენის ასე მოქცევით?

როგორ დაეხმარება გალატელების 6:7-ში ჩაწერილ პრინციპზე დაფიქრება დენის მსგავს მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, რომ არ მოიქცნენ ცუდად?

ემოციური ტრავმის მოშუშებას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, როგორც კი შენი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, თავს უკეთესად იგრძნობ.

 

გაიგეთ მეტი

ახალგაზრდების შეკითხვები (ტომი 1)

ამ წიგნში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ალკოჰოლი და ნარკოტიკები, სქესობრივი ურთიერთობა და ზნეობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და პაემანი.