წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვერ ვსწავლობ

ვერ ვსწავლობ

რა შეგიძლია გააკეთო?

დადებითად იაზროვნე. ნურასდროს იფიქრებ, რომ უკეთესად სწავლა უბრალოდ არ შეგიძლია. თავიდან მოიცილე უარყოფითი აზრები და შენს შესაძლებლობებს დადებითად უყურე. ზოგი პავლე მოციქულს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ის არ იყო კარგი ორატორი. მაგრამ პავლემ მათ უთხრა: „თუ სიტყვაში გაუწაფავი ვარ, ცოდნაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი“ (2 კორინთელები 10:10; 11:6). პავლემ კარგად იცოდა თავისი სუსტი მხარეები. მაგრამ მას ისიც ესმოდა, თუ რაში იყო ძლიერი. შენ რით გამოირჩევი? თუ გიჭირს პასუხის გაცემა, გაესაუბრე უფროსებიდან მას, ვინც კარგად გიცნობს. ის დაგანახვებს შენს ძლიერ მხარეებს და დაგეხმარება შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენო.

განივითარე სწავლის კარგი ჩვევები. უშრომლად არაფერი გამოვა. სწავლა ასე თუ ისე მაინც მოგიწევს. „სწავლის“ გაგონებაზე შეიძლება ცუდად ხდები, მაგრამ ფაქტია, რომ სწავლა აუცილებელია. თუ ცოტას მოინდომებ, ეს უფრო სასიამოვნო გახდება შენთვის.

გამოიმუშავე კარგი ჩვევები. ამაში დროის სწორად გამოყენება დაგეხმარება. სანამ სკოლაში ხარ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლა უნდა იყოს. ცხადია, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, არის „სიცილის დრო“ და „ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4; 11:9). ბევრი ახალგაზრდის მსგავსად შენც გექნება იმის სურვილი, რომ გარკვეული დრო გამოყო გართობისთვის. მაგრამ ეკლესიასტეს 11:4-ში წერია: „ვინც ქარს შეჰყურებს, თესლს ვერ დათესავს; ვინც ღრუბლებს შესცქერის, ვერ მოიმკის“. ასე რომ, ჯერ ისწავლე და მერე გაერთე. დრო ერთისთვისაც გეყოფა და მეორისთვისაც.

თუ შტანგით წესების დაცვით ივარჯიშებ, ფიზიკურად გაძლიერდები. მსგავსად ამისა, თუ სტრესს სწორად მიუდგები, ემოციურად გაძლიერდები.