წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვერ ვიტან სკოლას

ვერ ვიტან სკოლას

პრაქტიკული რჩევები

სწავლისადმი სწორი დამოკიდებულება. ეცადე მთლიანი სურათი დაინახო. უნდა გახსოვდეს, რომ სხვადასხვა საგნის შესწავლა ბევრ რამეზე შეგიქმნის წარმოდგენას. ეს დაგეხმარება იმაში, რომ „ყველასთვის ყველაფერი გახდე“ და ყველანაირ ადამიანთან შეძლო სალაპარაკო თემის პოვნა (1 კორინთელები 9:22). სხვა თუ არაფერი, ეს უფრო მეტად განგივითარებს აზროვნების უნარს, რაც ცხოვრებაში ნამდვილად გამოგადგება.

სწავლის პროცესი გაუვალ ტყეში გზის გაკაფვას ჰგავს. შენ კარგი „იარაღები“ გჭირდება.

მასწავლებლისადმი სწორი დამოკიდებულება. თუ ფიქრობ, რომ მასწავლებელი უინტერესოდ ატარებს გაკვეთილს, ყურადღება მასალაზე გადაიტანე და არა მასწავლებელზე. შენს მასწავლებელს ერთი და იგივე გაკვეთილი ათჯერ და შეიძლება ასჯერაც ჰქონდეს ჩატარებული. ამიტომ მისთვის რთული იქნება გაკვეთილის ჩატარება ადრინდელი ენთუზიაზმით.

რჩევა: გააკეთე ჩანაწერები, ტაქტიანად გამოჰკითხე დამატებითი ინფორმაცია, და იყავი მოწადინებული. ენთუზიაზმი, როგორც წესი, გადამდებია.

სწორად შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები. სკოლაში შეიძლება გამოვლინდეს შენი განსაკუთრებული მონაცემები. პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ცეცხლივით ააგიზგიზე ღვთის ძღვენი, რომელიც შენშია“ (2 ტიმოთე 1:6). როგორც ჩანს, ტიმოთე ქრისტიანულ კრებაში განსაკუთრებულ დავალებას ასრულებდა. ამ დავალების შესრულების უნარი — ანუ „ძღვენი“, რომელიც ღვთისგან ჰქონდა — მას უფრო მეტად უნდა განევითარებინა, რათა მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი შესაძლებლობები. მართალია, ესა თუ ის უნარი ღვთისგან უშუალოდ არ მიგიღია, მაგრამ შენ გაქვს ის, რაც შეიძლება სხვას არ ჰქონდეს. ნიჭი, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გქონდა, შეიძლება სწორედ სკოლაში სწავლის დროს გამოვლინდეს. სკოლა დაგეხმარება ამ ნიჭის საუკეთესოდ გამოყენებაშიც.

 

გაიგეთ მეტი

როგორ ვისწავლო სკოლაში უკეთესად? — მოტივაცია

რომელია ზოგიერთი ის დადებითი მხარე, რაც დაგეხმარება უკეთესად ისწავლო სკოლაში.