არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვაკონტროლო ჩემი წონა?

როგორ ვაკონტროლო ჩემი წონა?

ბიბლია მოგვიწოდებს, ვიყოთ ზომიერები (1 ტიმოთე 3:2). ეს პრინციპი კვებასაც ეხება. ამიტომ კარგია, თუ გავითვალისწინებთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს.

ნუ შეჭამ უზომოდ. თავიდან კალორიებს ვითვლიდი, “მაგრამ ახლა მივხვდი, რომ გაძღომამდე არ უნდა ვჭამო“, — ამბობს 19 წლის ჯულია.

მოერიდე არაჯანსაღ საკვებს. ერთ თვეში ხუთი კილო დავიკელი მხოლოდ იმიტომ, რომ გაზიან სასმელებს აღარ ვსვამდი“, — ამბობს 21 წლის პიტერი.

ყველაფერს ერთ ჯერზე ნუ შეჭამ. ვცდილობ, მხოლოდ ერთი ულუფით დავკმაყოფილდე“, — ამბობს 19 წლის ერინი.

რა დაგეხმარება? თავის დროზე ჭამე საუზმე, სადილი და ვახშამი! თუ ასე მოიქცევი, არც მოგშივდება და არც ზედმეტი მოგივა.

ზოგს, ვისაც წონაში დაკლება სურს, დამახინჯებული წარმოდგენა აქვს საკუთარ სხეულზე. სინამდვილეში კი მათ საგანგაშო არაფერი სჭირთ. მაგრამ რა უნდა გააკეთო მაშინ, თუ მაინც თვლი, რომ რამდენიმე კილოს დაკლება არ გაწყენდა? აი, რა დაეხმარა ერთ გოგონას, სახელად კატრინს.

„როცა წამოვიზარდე, წონა საკმაოდ მქონდა აკრეფილი. საშინლად არ მომწონდა საკუთარი თავი და ძალიან უბედური ვიყავი.

დროდადრო დიეტას ვიცავდი, მაგრამ მალევე ვიმატებდი. 15 წლის რომ გავხდი, საკუთარი თავი ხელში ავიყვანე. გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ დამეკლო წონაში და ერთი კილოც აღარ მომემატებინა.

შევიძინე სპეციალური სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო რჩევები სწორ კვებასა და ვარჯიშზე. მაშინაც კი, თუ დიეტას დავარღვევდი ან რაღაც მიზეზის გამო ვერ ვივარჯიშებდი, გულს არ ვიტეხდი.

ჩემს მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია: ერთ წელიწადში 27 კილო დავიკელი. სასურველი წონა ორი წელი შევინარჩუნე. ადრე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა.

წონაში დაკლების მიზეზი მარტო დიეტა არ იყო — მე ჯანსაღი ცხოვრება დავიწყე“ (კატრინი, 18 წლის).

 

გაიგეთ მეტი

გამოიღვიძეთ!

სიმსუქნე ახალგაზრდებში

წაიკითხეთ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა, რას ჭამდა, როგორი ცვლილებები მოახდინა მან და როგორ გააკონტროლა კვება.