არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ შეგიძლია აუხსნა სხვებს, რა თვალსაზრისი გაქვს სექსზე?

როგორ შეგიძლია აუხსნა სხვებს, რა თვალსაზრისი გაქვს სექსზე?

„რაა — შენ დღემდე ქალიშვილი ხარ?“

თუ გინდა, რომ დადებითი პასუხი გასცე ამ კითხვას, როგორ შეგიძლია ეს ღირსეულად გააკეთო? ეს სტატია დაგეხმარება ამაში.

 რას ნიშნავს ქალწულობა?

ქალწულია ის, ვისაც არასდროს ჰქონია სქესობრივი კავშირი.

მაგრამ სქესობრივი კავშირი უფრო მეტს მოიაზრებს, ვიდრე პირდაპირი გაგებით სექსს. ზოგს შეიძლება ჯერ კიდევ „ქალწული“ ჰქვია ანუ პირდაპირი გაგებით სექსი არ ჰქონია, თუმცა არაერთი უწმინდური საქციელი ჩაუდენია.

მაგალითად, სიტყვა „სექსი“ გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ აქტს — მასში შედის ორალური და ანალური სექსი და პარტნიორის მასტურბაცია.

გახსოვდეს: მათ, ვისაც სქესობრივი კავშირი აქვთ, რაშიც შედის ორალური და ანალური სექსი და ასევე პარტნიორის სასქესო ორგანოების მასტურბირება, მათზე ვერ ვიტყვით, რომ ქალწულები არიან.

 რას ამბობს ბიბლია სექსზე?

ბიბლიაში ნათქვამია, რომ სქესობრივი კავშირი მხოლოდ დაქორწინებულ კაცსა და ქალს უნდა ჰქონდეს (იგავები 5:18). ამიტომ, მას, ვისაც სურს, ასიამოვნოს ღმერთს, არ უნდა ჰქონდეს ქორწინებამდე სექსი (1 თესალონიკელები 4:3—5).

ზოგის აზრით, ბიბლიური თვალსაზრისი დრომოჭმულია და თანამედროვეობისთვის საკმაოდ მოძველებული. მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ თანამედროვე ქვეყნიერებისთვის უცხო არაა ოჯახების ნგრევა, არასასურველი ფეხმძიმობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ასე რომ, დღევანდელი მსოფლიოს სიწმინდის ნატამალი აღარ შერჩა და ის ნამდვილად ვერ დაადგენს ზნეობრივ ნორმებს! (1 იოანე 2:15—17).

როდესაც ამაზე ფიქრობ, რწმუნდები, რომ ბიბლიის შეხედულება ზნეობაზე მართლაც ბრძნულია. წარმოიდგინე, რომ ვიღაცამ 1  000 დოლარი გაჩუქა. დააგდებდი ამ თანხას ქუჩაში ისე, რომ ნებისმიერ გამვლელს აეღო?

იმავეს თქმა შეიძლება სექსზეც. „არ მინდა, ჩემი ქალწულობა მას შევწირო, ვის სახელსაც წლების შემდეგ ვერც კი გავიხსენებ“, — ამბობს 14 წლის სიერა. 17 წლის ტამიც ამავე აზრისაა: „სექსი ძვირფასი ძღვენია და არ მინდა გავაუფასურო“.

გახსოვდეს: ბიბლიის თანახმად, ყველამ ქორწინებამდე უბიწობა უნდა შეინარჩუნოს და ზნეობრივად სუფთად იცხოვროს (1 კორინთელები 6:18; 7:8, 9).

 რის გწამს?

  • შენი აზრით, ბიბლიური ნორმები ზნეობასთან დაკავშირებით გონივრულია თუ მეტისმეტად მკაცრი?

  • როგორ ფიქრობ, დასაშვებია, ორ დაუქორწინებელ ადამიანს სექსი ჰქონდეს, თუ მათ უყვართ ერთმანეთი?

ამ საკითხის კარგად გამოკვლევის შემდეგ ბევრმა ახალგაზრდამ დაასკვნა, რომ უბიწობის შენარჩუნება და ზნეობრივად სუფთა ცხოვრება საუკეთესო არჩევანია. ისინი არ ნანობენ თავის არჩევანს და არც გულდაწყვეტილები არიან იმის გამო, რომ თითქოს რაღაცას კარგავენ. ვნახოთ, რას ამბობს ზოგიერთი მათგანი:

  • „მიხარია, რომ ქალიშვილი ვარ! ბედნიერი ვარ, რომ არ მაწუხებს ფიზიკური თუ ემოციური ტკივილი, რაც თან სდევს ქორწინებამდე სექსს“ (ემილი).

  • „ძალიან მიხარია, რომ არ გამომიცდია იმედგაცრუება, რაც პარტნიორების ცვლას ახლავს თან. რა ბედნიერებაა, რომ იმის მცირე ალბათობაც კი არ არსებობს, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება შემეყრება“ (ელაინი).

  • „ჩემხელა და ჩემზე უფროსი გოგონები ძალიან ნანობენ, რომ იჩქარეს და სქესობრივი კავშირი დაამყარეს ბიჭებთან; ნამდვილად არ მინდა, რომ იგივე შეცდომა დავუშვა“ (ვერა).

  • „ძალიან ბევრს, იმის გამო, რომ დაკარგა ქალიშვილობა და ხელთათმანებივით იცვალა პარტნიორები, უჭირს ემოციური ჭრილობების მოშუშება. ჩემი აზრით, ასეთი ცხოვრება თავის დაღს ასვამს ადამიანს“ (დიანა).

გახსოვდეს: შენ უნდა დარწმუნდე საკუთარი შეხედულების სისწორეში, სანამ დადგები ცდუნების წინაშე (იაკობი 1:14, 15).

 როგორ შეგიძლია აუხსნა სხვებს, რა თვალსაზრისი გაქვს სექსზე?

როგორი პასუხი უნდა გასცე მათ, ვინც გეკითხება, როგორი აზრის ხარ სექსზე? ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებულია, თუ რა მიზნით გისვამენ ამ კითხვას.

«თუ ვინმე მხოლოდ იმიტომ მისვამს ამ კითხვას, რომ ჩემი გამასხარავება უნდა, არაფერს ვპასუხობ ან ვეუბნები: „შენი საქმე არ არის“ და იქაურობას ვეცლები» (კორინი).

„სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვები სკოლაში იმიტომ გაგდებენ ასეთი კითხვებით უხერხულ მდგომარეობაში, რომ იხალისონ. თუ ამ მიზნით მისვამენ კითხვას, პასუხის ღირსადაც არ ვაგდებ“ (დეივიდი).

იცოდით, რომ ზოგჯერ იესოც დამცინავებისთვის პასუხის გაცემას სიჩუმეს არჩევდა (მათე 26:62, 63).

მაგრამ რის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გულწრფელად გისვამს ამ კითხვას? თუ ფიქრობ, რომ ეს ადამიანი აფასებს ბიბლიას, შეგიძლია ამოუკითხო 1 კორინთელების 6:18, სადაც ნათქვამია, რომ ის, ვისაც ქორწინებამდე აქვს სექსი, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს ანუ ზიანს აყენებს მას.

იმის მიუხედავად, გამოიყენებ თუ არა დაუყოვნებლივ ბიბლიას, მთავარია, დამაჯერებლად ილაპარაკო. გახსოვდეს, რომ შენ ნამდვილად გაქვს სიამაყის მიზეზი, რადგან გადაწყვიტე უბიწობის შენარჩუნება (1 პეტრე 3:16).

„თუ დამაჯერებლად გასცემ პასუხს, ამით აჩვენებ, რომ ეჭვი არ გეპარება შენი შეხედულების სისწორეში და იმიტომ კი არ იქცევი ასე, რომ სხვების გავლენაში მოექეცი, არამედ იმიტომ, რომ ასეა სწორი“ (ჯილი).

გახსოვდეს: თუ დარწმუნდები საკუთარი შეხედულების სისწორეში, უფრო დამაჯერებლად აუხსნა მას სხვებს. შეიძლება გაგაოცოს კიდეც მათმა რეაქციამ. „ჩემი თანამშრომლები გულწრფელად მაქებენ იმის გამო, რომ ქალიშვილი ვარ, — ამბობს 21 წლის მელინდა. — მათ თვალში უცნაური კი არა, ღირსეული ადამიანი ვარ, რომელსაც საკუთარი თავის ხელში აყვანა შეუძლია“.

რჩევა: თუ გსურს დარწმუნდე შენი შეხედულების სისწორეში, ჩამოტვირთე სამუშაო ფურცელი „როგორ შეგიძლია აუხსნა სხვებს, რა თვალსაზრისი გაქვს სექსზე?“. აგრეთვე წაიკითხე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.

  •  1-ლი ტომი, 24-ე თავი: „როგორ შეგიძლია აუხსნა სხვებს, რა თვალსაზრისი გაქვს სექსზე?“

  •  მე-2 ტომი, მე-5 თავი: „რატომ ღირს სექსზე უარის თქმა ქორწინებამდე?“

„მიყვარს მსჯელობა წიგნებიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“. მაგალითად, ძალიან მომწონს 1-ლი ტომის 187-ე გვერდზე მოცემული ილუსტრაცია, რომელზეც ნაჩვენებია, რომ ქორწინებამდე სექსი ჰგავს ვინმესთვის ძვირადღირებული ყელსაბამის უსასყიდლოდ მიცემას. ნუ გაიუფასურებ თავს! 177-ე გვერდზე კი ნათქვამია, რომ ქორწინებამდე სექსი ჰგავს ძვირფასი ნახატის ფეხსაწმენდად გამოყენებას. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს მე-2 ტომის 54-ე გვერდზე მოცემული ილუსტრაცია. სურათის წარწერაზე ნათქვამია: „თუ დაქორწინებამდე გექნება ვინმესთან სექსი, დაემსგავსები ადამიანს, რომელიც დროზე ადრე ხსნის მისთვის განკუთვნილ საჩუქარს“ (ვიქტორია).

 

აგრეთვე იხილეთ

ფილმები

გზასაცდენილი შვილის დაბრუნება