წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები (ტომი 1)

ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები (ტომი 1)

„როგორ გამოვნახო საერთო ენა მშობლებთან? როგორ ვიპოვო კარგი მეგობრები? როგორ მოვიქცე, თუ სექსი შემომთავაზეს? როგორ მოვერიო სევდას?“

თუ შენც გაგჩენია ასეთი კითხვები, გამონაკლისი არა ხარ. შეიძლება სხვადასხვა წყაროს მიმართე რჩევებისთვის, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მიიღე. შენ დიდ დახმარებას გაგიწევს წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ (ტომი 1). ამ წიგნში მოცემულ რჩევებს საფუძვლად უდევს პრაქტიკული ბიბლიური პრინციპები. ღვთის სიტყვის დახმარებით მილიონობით ადამიანმა წარმატებით გადაჭრა ცხოვრებისეული სირთულეები. ახლა ჯერი შენზეა!

ეს წიგნი რამდენიმე ნაწილისგან შედგება:

  • ოჯახის წევრებთან ურთიერთობა

  • პირადი ცხოვრება

  • სკოლაში და სკოლის გარეთ

  • სექსი, ზნეობა და სიყვარული

  • მავნე ჩვევები

  • თავისუფალი დრო

  • ღვთისადმი მსახურება

  • დანართი მშობლებისთვის

შენ შეგიძლია ჩამოტვირთო ამ წიგნის PDF ვერსია ან მისწერო იეჰოვას მოწმეების ფილიალს და შეუკვეთო ეს წიგნი!