არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

რვაფეხას გასაოცარი საცეცები

რობოტექნიკის სფეროში მომუშავე ინჟინრები ქმნიან ისეთ ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ, ქირურგიული ოპერაციები დიდი ზომის განაკვეთის ნაცვლად მინიმალური ინვაზიური ჩარევით გააკეთონ. ამ ინოვაციური ინსტრუმენტების შესაქმნელად მეცნიერებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა რვაფეხას მეტისმეტად მოქნილი „მკლავი“ ანუ საცეცი.

დაფიქრდით: რვაფეხას აქვს უნარი, რომ პატარა სივრცეშიც კი, რვა დრეკადი და მოქნილი საცეცი ჩაავლოს და მოუჭიროს საგნებს. რვაფეხას შეუძლია, ნებისმიერი მიმართულებით მოხაროს საცეცები და საჭიროების შემთხვევაში გააშეშოს კიდეც საცეცის სხვადასხვა მონაკვეთები.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მსგავსი რბილი და მოქნილი რობოტული მკლავი შეუდარებელ დახმარებას გაუწევს ექიმებს მინიმალური ინვაზიური ქირურგიული ოპერაციების დროს. ასეთი ინსტრუმენტის წყალობით პაციენტებს აღარ დასჭირდებათ რთული ქირურგიული ჩარევა.

იხილეთ რვაფეხას მოქნილი საცეცების მოძრაობა

რობოტული მკლავი უკვე შექმნილია და გამოიყენება იმიტირებული ქირურგიული ოპერაციების დროს. 135 მილიმეტრის სიგრძის რობოტული მკლავის ერთ ნაწილს შეუძლია, დაუზიანებლად ასწიოს და დაიჭიროს შინაგანი ორგანოები, ხოლო მეორე ნაწილი ასრულებს ქირურგიულ ოპერაციას. დოქტორი ტომასო რანზანი, იმ გუნდის წევრი, რომელმაც შექმნა ეს ინსტრუმენტი, ამბობს: „გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ ინსტრუმენტის ფუნქციები მომავალში უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება“.

რბილი და მოქნილი რობოტული მკლავი ინოვაციური გამოგონებაა ქირურგიაში

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით განუვითარდა რვაფეხას ასეთი აგებულების საცეცები თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?