წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ჯვარზე გააკრეს იესო?

ჯვარზე გააკრეს იესო?

ბიბლია გვპასუხობს:

ბევრის აზრით, ჯვარი ქრისტიანობის მთავარი სიმბოლოა. თუმცა, ბიბლიაში დეტალურად არ არის აღწერილი ის საგანი, რაზეც იესო გააკრეს. ამგვარად, არავის შეუძლია დაბეჯითებით თქვას, როგორი ფორმა ჰქონდა მას. ბიბლიაში მოცემულია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იესო ჯვარზე კი არა, ვერტიკალურ ძელზე გააკრეს.

ბიბლია, როგორც წესი, როცა იესოს სიკვდილით დასჯაზე საუბრობს, იყენებს სიტყვა „სტავროსს“ (მათე 27:40; იოანე 19:17). მართალია, ბიბლიის ბევრ თარგმანში ეს სიტყვა „ჯვრად“ არის გადმოტანილი, მაგრამ მეცნიერების აზრით, ამ სიტყვის ძირითადი მნიშვნელობაა „ვერტიკალური ბოძი“. * ერთი სახელმძღვანელოს თანახმად, ბერძნული სიტყვა „სტავროს“ „არასოდეს ნიშნავს რაიმე კუთხით ურთიერთგადამკვეთ ორ ძელს“ (A Critical Lexicon and Concordance to the English and Greek New Testament).

ბიბლია „სტავროსის“ სინონიმად ბერძნულ სიტყვა „ქსილონსაც“ იყენებს (საქმეები 5:30; 1 პეტრე 2:24). ეს სიტყვა ნიშნავს „მოჭრილ ხეს“, „ძელს“ და „ბოძს“. * „ახალაღთქმისეულ ბერძნულში საერთოდ არ გვხვდება ისეთი სიტყვა, რაშიც ორი ძელია ნაგულისხმევი“.

მისაღებია ღვთის თაყვანისცემის დროს ჯვრის გამოყენება?

ძელს, რომელზეც ბოროტმოქმედს სჯიდნენ, ლათინურად „კრუქს სიმპლექსი“ ეწოდება

რა ფორმისაც არ უნდა ყოფილიყო საგანი, რაზეც იესო გააკრეს, ქვემოთ მოცემული ფაქტები და შესაბამისი ბიბლიის მუხლები ცხადყოფს, რომ ღვთის თაყვანისცემის დროს მიუღებელია ჯვრის გამოყენება.

  1. ღვთისთვის მიუღებელია ისეთი სახის თაყვანისცემა, რომლის დროსაც იყენებენ გამოსახულებებს, მათ შორის, ჯვარს. ღმერთმა უბრძანა ისრაელებს, რომ თაყვანისცემის დროს არ გამოეყენებინათ „არანაირი გამოსახულება“. ქრისტიანებმაც მსგავსი მითითება მიიღეს: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ (კანონი 4:15—19; 1 კორინთელები 10:14).

  2. პირველი საუკუნის ქრისტიანები თაყვანისცემის დროს არ იყენებდნენ ჯვარს. * მოციქულებმა სიტყვითა თუ საქმით დაგვიტოვეს მაგალითი, რომელსაც ყველა ქრისტიანი უნდა მიჰყვეს (2 თესალონიკელები 2:15).

  3. თაყვანისცემის დროს ჯვრის გამოყენებას წარმართული დასაბამი აქვს. * იესოს სიკვდილიდან რამდენიმე საუკუნის გასვლის შემდეგ, როცა ეკლესიებს უკვე კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდათ იესოს სწავლებები, სასულიერო პირები ახალმოქცეულთ „არ უშლიდნენ თავიანთი წარმართული გამოსახულებებისა თუ სიმბოლოების“, მათ შორის ჯვრის, გამოყენებას (The Expanded Vine’s Expository Dictionary of New Testament Words). თუმცა, ბიბლია არ იწყნარებს თაყვანისცემის დროს წარმართული სიმბოლოების გამოყენებას მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაქრისტიანდეს (2 კორინთელები 6:17).

^ აბზ. 4 New Bible Dictionary, Third Edition, edited by D. R. W. Wood, page 245; Theological Dictionary of the New Testament, Volume VII, page 572; The International Standard Bible Encyclopedia, Revised Edition, Volume 1, page 825; and The Imperial Bible-Dictionary, Volume II, page 84.

^ აბზ. 5 The Expanded Vine’s Expository Dictionary of New Testament Words, page 1165; A Greek-English Lexicon, by Liddell and Scott, Ninth Edition, pages 1191-1192; and Theological Dictionary of the New Testament, Volume V, page 37.

^ აბზ. 9 Encyclopædia Britannica, 2003, entry “Cross”; The Cross—Its History and Symbolism, page 40; and The Companion Bible, Oxford University Press, appendix 162, page 186.

^ აბზ. 10 The Encyclopedia of Religion, Volume 4, page 165; The Encyclopedia Americana, Volume 8, page 246; and Symbols Around Us, pages 205-207.

 

გაიგეთ მეტი

რატომ არ იყენებთ ჯვარს თაყვანისცემის დროს?

მართალია, იეჰოვას მოწმეებიც ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჯვარს თაყვანისცემის დროს არ ვიყენებთ.

ვინ არის იესო ქრისტე?

გაიგე რატომ მოკვდა იესო, რა არის გამოსასყიდი და რას აკეთებს იესო ახლა.