წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

არსებობს „შვიდი სასიკვდილო ცოდვა“?

არსებობს „შვიდი სასიკვდილო ცოდვა“?

ბიბლია გვპასუხობს

ბიბლიაში კონკრეტულად არ არის მოხსენიებული „შვიდი სასიკვდილო ცოდვა“. თუმცა მასში საუბარია იმაზე, რომ მძიმე ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ადამიანი ვერ მიიღებს ხსნას. ბიბლია მძიმე ცოდვად მოიხსენიებს ისეთ „ხორცის საქმეებს“, როგორიცაა სექსუალური უზნეობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, განრისხება და გადამეტებული სმა. შემდეგ კი ამბობს: „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალატელები 5:19—21). *

ბიბლია საუბრობს შვიდ რამეზე, რაც სისაძაგლეა ღვთისთვის

იგავების 6:16-ში ნათქვამია: „არის ექვსი რამ, რაც სძულს იეჰოვას; შვიდი რამ, რაც სისაძაგლეა მისი სულისთვის“. იგავების 6:17—19-ში ვკითხულობთ, რა არის ის შვიდი რამ, რაც სისაძაგლეა იეჰოვასთვის, თუმცა ამ ჩამონათვალში ყველა ცოდვა არ არის მოხსენიებული. მასში ზოგადად არის აღწერილი ის ცოდვები, რომლებიც ყველა სახის დანაშაულს მოიცავს, რასაც ადამიანი ფიქრით, საუბრითა თუ საქმეებით სჩადის. *

რას ნიშნავს „სასიკვდილო ცოდვა“?

ეს სიტყვები გვხვდება 1 იოანეს 5:16-ში, სადაც ვკითხულობთ: „არსებობს სასიკვდილო ცოდვაც“. რა განსხვავებაა „სასიკვდილო ცოდვასა“ და „არასასიკვდილო ცოდვას“ შორის?

ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ყველა ცოდვას სიკვდილამდე მივყავართ. თუმცა შესაძლებელია თავი დავაღწიოთ ცოდვასა და სიკვდილს ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე (რომაელები 5:12; 6:23). აქედან გამომდინარე, სასიკვდილოა ცოდვა, რომელიც ქრისტეს დაღვრილი სისხლით არ არის გამოსყიდული. სასიკვდილო ცოდვას სჩადის ადამიანი, თუ არ ინანიებს — არ იცვლის დამოკიდებულებასა და არასწორი ცხოვრების წესს. გარდა ამისა, ბიბლია ამბობს, რომ ამგვარი ცოდვა არ ეპატიება ადამიანს (მათე 12:31; ლუკა 12:10).

^ აბზ. 3 გალატელები 5:19—21-ში თხუთმეტი მძიმე ცოდვაა ჩამოთვლილი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა სერიოზული ცოდვები. გალატელების 5:21-ე მუხლში ვკითხულობთ სიტყვებს „მსგავსი საქმეები“, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს სხვა ცოდვებიც, რომლებიც ამ თხუთმეტ ცოდვას შორის არ არის მოხსენიებული.

^ აბზ. 5 ებრაულ წერილებში ხშირად ვხვდებით ისეთ ხატოვან გამონათქვამებს, როგორსაც იგავების 6:16-ში ვკითხულობთ. ამ მუხლში მეორე რიცხვი პირველთან არის დაპირისპირებული, რითაც ხაზი ესმება მეორე რიცხვის მნიშვნელობას (იობი 5:19; იგავები 30:15, 18, 21).

გაიგეთ მეტი

დამეხმარება ღმერთი, თუ ვილოცებ?

მართლა ზრუნავს ღმერთი ჩვენზე და გვეხმარება პრობლემების დროს?

შეგვიძლია ვასიამოვნოთ ღმერთს?

პასუხს იობის, ლოტისა და დავითის ცხოვრება გაგვცემს, რომლებმაც სერიოზული შეცდომები დაუშვეს.

„გეპატია ცოდვები“

როგორ გამოჩნდა იესოს სიტყვებიდან, რომ გამოჯანმრთელება ცოდვების პატიებას უკავშირდება?