წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თუ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვართ, დასაშვებია ქორწინების გარეშე მათი ერთად ცხოვრება?

თუ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვართ, დასაშვებია ქორწინების გარეშე მათი ერთად ცხოვრება?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლიაში არაორაზროვნად წერია, რომ „მეძავებს ... ღმერთი გაასამართლებს.“ (ებრაელები 13:4). სიძვად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა პორნია დაუქორწინებლებს შორის სქესობრივ კავშირზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე, ღვთისთვის მიუღებელია წყვილის ერთად ცხოვრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მოგვიანებით აპირებენ დაქორწინებას.

მაშინაც კი, თუ წყვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი, ღვთის მოთხოვნის თანახმად, მათ სექსი დაქორწინებამდე არ უნდა ჰქონდეთ. სწორედ ღმერთმა დაგვაჯილდოვა სიყვარულის გამოვლენის უნარით. მისი მთავარი თვისება სიყვარულია (1 იოანე 4:8). ამიტომ, იგი სამართლიანად ითხოვს, რომ მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს ჰქონდეთ სქესობრივი კავშირი.

გაიგეთ მეტი

ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია

ორი მარტივი კითხვა დაგეხმარებათ, რომ უფრო მტკიცე ქორწინება გქონდეთ.