არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

უპიროვნო ძალაა ღმერთი?

უპიროვნო ძალაა ღმერთი?

ბიბლია გვპასუხობს:

ღვთის უბადლო ძალა მთელ სამყაროზე ვრცელდება. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შექმნა ღმერთმა აურაცხელი ვარსკვლავი, ბიბლიაში შემდეგი სიტყვები წერია: „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არც ერთი მათგანი არ აკლდება მას.“ (ესაია 40:25, 26).

მაგრამ ღმერთი უბრალოდ აღმატებული ძალა კი არა, პიროვნებაა. ბიბლიაში წერია, რომ ღმერთს აქვს ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიყვარული და სიძულვილი (ესაია 40:25, 26). ბიბლიიდან ასევე ისიც ჩანს, რომ ადამიანების საქციელი გავლენას ახდენს მის გრძნობებზე (ფსალმუნი 78:40, 41).