წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

აქვს ღმერთს სახელი?

აქვს ღმერთს სახელი?

ბიბლია გვპასუხობს:

ყველა ადამიანს აქვს სახელი. განა ლოგიკური არაა, რომ ღმერთსაც ჰქონდეს სახელი? მეგობრული ურთიერთობები წარმოუდგენელია ერთმანეთის სახელის ცოდნისა და გამოყენების გარეშე. მსგავსად ხდება ღმერთთან მეგობრობის დროსაც.

ბიბლიის მეშვეობით ღმერთი გვეუბნება: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი.“ (ესაია 42:8). ღმერთს მრავალი ტიტული აქვს, მაგალითად, „ყოვლისშემძლე ღმერთი“, „უზენაესი უფალი“, „შემოქმედი“, მაგრამ მან გვარგუნა პატივი, რომ მას სახელით მივმართოთ (დაბადება 17:1; საქმეები 4:24; 1 პეტრე 4:19).

ბიბლიის მრავალ თარგმანში გამოსვლის 6:3-ში მოხსენიებულია ღვთის სახელი. აქ წერია: „მე ვეცხადებოდი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი.“ (გამოსვლა 6:3).

ინგლისურ ენაში უკვე საუკუნეებია, რაც იყენებენ ღვთის სახელს, იეჰოვას. ბევრი სწავლული უპირატესობას ანიჭებს „იაჰვეს“, მაგრამ „იეჰოვა“ უფრო აღიარებული და გავრცელებული ფორმაა. ბიბლიის პირველი ნაწილი დაიწერა არა ინგლისურ, არამედ ებრაულ ენაზე, რომელზეც მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ. ამ ენაში ღვთის სახელი გადმოიცემა ოთხი თანხმოვნით — יהוה. ამ ოთხ ებრაულ ასოს, რომლის ტრანსლიტერაციაა ჲჰვჰ, ტეტრაგრამატონი ეწოდება.

გაიგეთ მეტი

აქვს ღმერთს სახელი?

ღმერთს ბევრი წოდება აქვს, მაგალითად, ყოვლისშემძლე, შემოქმედი, უფალი. ამ ვიდეორგოლიდან გაიგებთ, რომ ღვთის სახელი ბიბლიაში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული.

უნდა გამოიყენებოდეს სახელი იეჰოვა „ახალ აღთქმაში“?

რას გვიჩვენებს უძველესი მანუსკრიპტები?