წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორი უნდა, ღმერთს რომ ვიყო?

როგორი უნდა, ღმერთს რომ ვიყო?

ბიბლია გვპასუხობს

ღმერთს სურს, რომ გაიცნო ის, დაუახლოვდე, შეიყვარო და მთელი გულით ემსახურო (მათე 22:37, 38; იაკობი 4:8). თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ შეასრულოთ ღვთის ნება და მიჰყვეთ იესოს სწავლებებს (იოანე 7:16, 17). იესო არა მხოლოდ საუბრობდა ღვთის ნების შესრულებაზე, არამედ თავადაც ასრულებდა. იესომ თქვა, რა იყო ცხოვრებაში მისი მთავარი მიზანი: „ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოანე 6:38).

რაიმე განსაკუთრებული ნიშანი, ხილვა ან მოწოდებაა საჭირო, რომ გავიგო, როგორი უნდა, ღმერთს რომ ვიყო?

არა, რადგან ღმერთი თავის ნებას ბიბლიის მეშვეობით გვამცნობს. ბიბლიიდან გაიგებთ ყველაფერს, რაც დაგეხმარებათ „ყოველმხრივ მომზადებული იყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ღმერთს სურს, რომ ბიბლიის შესწავლით და ნასწავლზე დაფიქრებით გაიგოთ, რა არის მისი ნება (რომაელები 12:1, 2; ეფესოელები 5:17).

შემიძლია კი ღვთის ნების შესრულება?

რა თქმა უნდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მისი მცნებები ... დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის მცნებების დაცვა ყოველთვის ადვილია. მაგრამ მათი დაცვის შედეგად მიღებული კურთხევები ნამდვილად ღირს ძალისხმევად. იესომ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას“ (ლუკა 11:28).

 

 

გაიგეთ მეტი

აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას?

ბევრისთვის ცხოვრებაში უმთავრესია სახელისა და ქონების მოხვეჭა, მაგრამ არსებობს ამაზე გაცილებით ფასეული რამ.