ღვთის აზრებია ჩაწერილი ბიბლიაში?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლიის დამწერები ადასტურებდნენ, რომ ისინი წმინდა წერილებს ღვთივშთაგონებით წერდნენ. მოდი ვნახოთ ამის რამდენიმე მაგალითი:
მეფე დავითმა დაწერა: „
ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე
“ (2 სამუელი 23:1, 2).წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: „
აი რა მითხრა უზენაესმა უფალმა, ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ
“ (ესაია 22:15).მოციქულმა იოანემ აღნიშნა: „
იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა
“ (გამოცხადება 1:1).