არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ, თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ?

შეუძლია ბიბლიას დაგეხმაროთ, თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ?

ბიბლია გვპასუხობს:

დიახ, რადგან ღმერთს აღელვებს თავისი ერთგული მსახურების მდგომარეობა, რომლებიც ავადმყოფობენ. ასეთებზე ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე“ (ფსალმუნი 41:3). თუ ქრონიკული დაავადება გტანჯავთ, ქვემოთ მოცემული სამი რჩევა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

  1. ღმერთს ლოცვაში სთხოვეთ ძალა, რომ შეძლოთ მოთმენა. თუ ილოცებთ, დაგეუფლებათ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“; ის შეგიმსუბუქებთ საწუხარს და დაგიცავთ (ფილიპელები 4:6, 7).

  2. დადებითზე იფიქრეთ. ბიბლია გვირჩევს: „მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22). ისწავლეთ, იუმორით შეხედოთ ბევრ რამეს. ეს გადაგატანინებთ რთულ პერიოდს და, ამავე დროს, ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.

  3. გქონდეთ მომავლის იმედი. თუ მომავლის იმედი გექნებათ, ქრონიკული ავადმყოფობის მიუხედავად სიხარულს არ დაკარგავთ (რომაელები 12:12). ბიბლია წინასწარმეტყველებს დროზე, როცა „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ღმერთი განკურნავს ყველა ავადმყოფს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები ტანჯავთ და მათ წინაშე დღეს მედიცინა უძლურია. ბიბლიაში აღწერილია გაახალგაზრდავების პროცესი: „განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (იობი 33:25).

შენიშვნა: იეჰოვას მოწმეები მართლაც უდიდეს დახმარებას იღებენ ღვთისგან, მაგრამ ისინი არც სამედიცინო მკურნალობაზე ამბობენ უარს, როცა მათ ქრონიკული დაავადება ტანჯავთ (მარკოზი 2:17). თუმცა, ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს, რადგან თითოეულმა პირადად უნდა გააკეთოს არჩევანი ამ საკითხში.

 

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

როცა მეუღლეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

სამი მითითება დაქორწინებულთათვის, რომელიც დაგეხმარებათ თუ ერთ–ერთი მეუღლე ქრონიკულად დაავადებულია