არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

უნდა ვცეთ თაყვანი გამოსახულებებს?

უნდა ვცეთ თაყვანი გამოსახულებებს?

ბიბლია გვპასუხობს:

რასაკვირველია, არა. ღვთის მიერ ისრაელი ერისთვის მიცემული კანონების შესახებ „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ბიბლიის არაერთი მონაკვეთიდან აშკარად ჩანს, რომ თაყვანისცემის დროს ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები არასდროს იყენებდნენ გამოსახულებებს“. განვიხილოთ შემდეგი ბიბლიური მუხლები:

  • „არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ“ (გამოსვლა 20:4, 5). ვინაიდან ღმერთი „განსაკუთრებულ ერთგულებას“ ითხოვს, მისთვის მიუღებელია, თაყვანისცემის დროს გამოსახულებების, სურათების, კერპების, ხატების, ქანდაკებებისა თუ სიმბოლოების გამოყენება.

  • „ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას“ (ესაია 42:8). ღმერთს სძულს, როცა ხალხი მას გამოსახულებების მეშვეობით სცემს თაყვანს. როდესაც ისრაელები ღმერთს ხბოს ქანდაკების მეშვეობით სცემდნენ თაყვანს, ღმერთმა მათ უთხრა, რომ უკეთურად იქცეოდნენ (გამოსვლა 32:7—9).

  • „რადგან ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას, ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს“ (საქმეები 17:29). კერპთაყვანისმცემლებისგან განსხვავებით, რომლებიც „ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს“იყენებენ, ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, „რწმენით იარონ და არა ხილვით“ (2 კორინთელები 5:7).

  • „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21). იმ მითითებებიდან, რომლებიც ღმერთმა ისრაელ ერს და მოგვიანებით ქრისტიანებს მისცა, აშკარად ჩანს, რომ ბიბლია ამხელს ცრუ სწავლებას, რომ, თითქოსდა, ღვთისთვის მოსაწონია თაყვანისცემის დროს ხატებისა და გამოსახულებების გამოყენება.

 

გაიგეთ მეტი

ხშირად დასმული კითხვები

რატომ არ იყენებთ ჯვარს თაყვანისცემის დროს?

მართალია, იეჰოვას მოწმეებიც ქრისტიანები ვართ, მაგრამ ჯვარს თაყვანისცემის დროს არ ვიყენებთ.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

ჯვარზე გააკრეს იესო?

ბევრის აზრით, ჯვარი ქრისტიანობის მთავარი სიმბოლოა. უნდა გამოვიყენოთ ჯვარი თაყვანისცემის დროს?

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

დაიკავე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე

რა სირთულეებს შეიძლება შეხვდე სხვებთან საკუთარ შეხედულებებზე საუბრის დროს და როგორ შეგეძლო ამ დროს ტაქტიანობა გამოგევლინა