წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვისი სახელებია ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“?

ვისი სახელებია ჩაწერილი „სიცოცხლის წიგნში“?

ბიბლია გვპასუხობს:

„სიცოცხლის წიგნს“ „სიცოცხლის გრაგნილი“ ან „სამახსოვრო წიგნიც“ ეწოდება, სადაც იმ ადამიანების სახელებია ჩაწერილი, რომლებიც ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (გამოცხადება 3:5; 20:12; მალაქია 3:16). ღმერთი მათ სახელებს ჩაწერს ამ წიგნში, ვინც ერთგულებასა და მორჩილებას გამოავლენს მის მიმართ (იოანე 3:16; 1 იოანე 5:3).

ღმერთს თითოეული თავისი ერთგული მსახური ახსოვს, რადგან ჯერ კიდევ „ქვეყნიერების შექმნიდან“ იწერდა თავის სამახსოვრო წიგნში თითოეული მათგანის სახელს (გამოცხადება 17:8). ერთგული მამაკაცი, აბელი, როგორც ჩანს, პირველი იყო მათ შორის, ვისი სახელიც ღმერთმა სიცოცხლის წიგნში ჩაწერა (ებრაელები 11:4). ეს არ არის, უბრალოდ, ადამიანების სახელების სია, რადგან სიცოცხლის წიგნიდან ჩანს, რომ იეჰოვა არის მოსიყვარულე ღმერთი, რომელიც „იცნობს თავისას“ (2 ტიმოთე 2:19; 1 იოანე 4:8).

შეიძლება, რომ სიცოცხლის წიგნიდან ამოიშალოს მასში ჩაწერილი სახელები?

რა თქმა უნდა. ღმერთმა ძველ დროში მცხოვრები ურჩი ისრაელების შესახებ თქვა: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან“ (გამოსვლა 32:33). მაგრამ ვინც ერთგული დარჩება, არ ამოიშლება „სიცოცხლის გრაგნილიდან“ (გამოცხადება 20:12).

 

გაიგეთ მეტი

აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას?

ბევრისთვის ცხოვრებაში უმთავრესია სახელისა და ქონების მოხვეჭა, მაგრამ არსებობს ამაზე გაცილებით ფასეული რამ.

„მოვიდეს შენი სამეფო“, ბიბლია უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი — ნაწილი 8

რა არის სამეფო, რომელზეც ასე ბევრი ადამიანი ლოცულობს? რას ნიშნავს მისი მოსვლა თქვენთვის?